Skip to content
14/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის ყოველი ახალი გაერთიანება უკვე მკვდარშობილია, რადგან მათთვის ბრძოლის მიზანს და მოტივაციას არა ქვეყნის კეთილდღეობა, არამედ პირადი სარგებელი წარმოადგენს

მარშალ პრესი 14/02/2026
davit chikhelidze

ქართული პოლიტიკური სპექტრი მორიგი ცვლილების მომსწრე გახდა: გირჩმა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ დატოვა. ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, რადგან გაერთიანება თავიდანვე შექმნილი იყო იდეური ერთობის გარეშე, ხოლო, შიგნით გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად ხდებოდა, რაც უკმაყოფილებას აძლიერებდა, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიციის ყოველი ახალი გაერთიანება უკვე მკვდარშობილია, რადგან მათთვის ბრძოლის მიზანს და მოტივაციას არა ქვეყნის კეთილდღეობა, არამედ, პირადი სარგებელი წარმოადგენს.

„ქართული პოლიტიკური სპექტრი მორიგი ცვლილების მომსწრე გახდა: გირჩმა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ დატოვა. ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, რადგან გაერთიანება თავიდანვე შექმნილი იყო იდეური ერთობის გარეშე, ხოლო შიგნით გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად ხდებოდა, რაც უკმაყოფილებას აძლიერებდა. გირჩის გამოყოფა ოპოზიციურ სპექტრში კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ახალი პარტიების გაერთიანება საქართველოში ხშირად მერკანტილური ინტერესებით არის მართული და ვერ უზრუნველყოფს სტაბილურ თანამშრომლობას. კოალიციის დაშლას წინ უძღოდა სიების ჩახსნის გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ ერთი ლიდერის მიერ იქნა მიღებული, რასაც საბოლოოდ შიდა უთანხმოების გამწვავება მოჰყვა. კოალიციის დაშლა ოპოზიციის შიგნით არსებულ პრობლემებს აჩვენებს: მათი ეგო იმდენად დიდია, რომ ერთმანეთთან დიალოგი და თანხმობის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია. ოპოზიციის ყოველი ახალი გაერთიანება უკვე მკვდარშობილია, რადგან მათთვის ბრძოლის მიზანს და მოტივაციას არა ქვეყნის კეთილდღეობა არამედ პირადი სარგებელი წარმოადგენს!“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: საქართველოში არის ნიდერლანდებზე, შვეიცარიაზე, ავსტრიაზე მეტი უნივერსიტეტი, მაგრამ რომ ავიღოთ ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო „თაიმსის“ რეიტინგი, ჩვენი არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის
Next: საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.