Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ფინანსური რესურსი პირდაპირ ერთვება შიდაპოლიტიკურ პროცესებში და თან ამას ახლავს კანონის გვერდის ავლის დეკლარირებული მზადყოფნა, ეს არ არის ნეიტრალური მხარდაჭერა. ეს აღიქმება როგორც პოლიტიკური ჩარევა, რომელიც აძლიერებს პოლარიზაციას და ქმნის დამატებით დაძაბულობას

მარშალ პრესი 12/02/2026
davit chikhelidze

ლორა თორნტონამდე იყო მარტა კოსი, რომელიც ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად ისე, რომ ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუაროს. დღეს უკვე ლორა თორნტონმაც განაცხადა, რომ ასეთი გზები ნაპოვნია – წერს, ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, როდესაც უცხოელი აქტორები საჯაროდ აცხადებენ, რომ მზად არიან იპოვონ და გამოიყენონ მექანიზმები, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოს მოქმედ კანონმდებლობას გვერდს აუვლის, ეს პირდაპირ აჩენს კითხვას საქართველოს სუვერენიტეტისა და სამართლებრივი წესრიგის მიმართ დამოკიდებულებაზე.

მისივე შეფასებით, თუ პარტნიორობა გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობის იგნორირებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არა თანასწორ ურთიერთობასთან, არამედ გავლენის შენარჩუნების მცდელობასთან.

„ ლორა თორნტონამდე იყო მარტა კოსი, რომელიც ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად ისე, რომ ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუაროს. დღეს უკვე ლორა თორნტონმაც განაცხადა, რომ ასეთი გზები ნაპოვნია.

როდესაც უცხოელი აქტორები საჯაროდ აცხადებენ, რომ მზად არიან იპოვონ და გამოიყენონ მექანიზმები, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოს მოქმედ კანონმდებლობას გვერდს აუვლის, ეს პირდაპირ აჩენს კითხვას საქართველოს სუვერენიტეტისა და სამართლებრივი წესრიგის მიმართ დამოკიდებულებაზე. თუ კანონი არსებობს, მისი უგულებელყოფა დემოკრატიის სახელით ვერ იქნება გამართლებული.

თორნტონის განცხადება შემდეგნაირად კვალიფიცირდება, დემოკრატიის სახელით, მზად ვართ უხეშად ჩავერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში, ჩვენი ინტერვენციით წავახალისოთ ქვეყანაში არსებული რადიკალური ძალები !

როდესაც ფინანსური რესურსი პირდაპირ ერთვება შიდა პოლიტიკურ პროცესებში და თან ამას ახლავს კანონის გვერდის ავლის დეკლარირებული მზადყოფნა, ეს არ არის ნეიტრალური მხარდაჭერა. ეს აღიქმება როგორც პოლიტიკური ჩარევა, რომელიც აძლიერებს პოლარიზაციას და ქმნის დამატებით დაძაბულობას.

პარალელურად კეთდება განცხადებები ქართველი ხალხისადმი მეგობრობაზე და მხარდაჭერაზე. მაგრამ თუ პარტნიორობა გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობის იგნორირებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არა თანასწორ ურთიერთობასთან, არამედ გავლენის შენარჩუნების მცდელობასთან.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.