Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 12/02/2026
940

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატ კოლეგას პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

პირისპირ გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივა და მიმდინარე გლობალური პროცესები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა არსებული მეგობრული კავშირი, კულტურული სიახლოვე და საერთო ღირებულებები, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარების მტკიცე საფუძველია.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოსათვის ფასეულია ხორვატიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ხორვატიის ტერიტორიულ მთლიანობას.

კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობისა და დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობის თაობაზეც იმსჯელეს.

ზორან მილანოვიჩის საქართველოში სტუმრობა პირველი საპრეზიდენტო დონეზე განხორციელებული ვიზიტია, რომელიც, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დამატებით იმპულსს შესძენს ორმხრივი დიალოგისა და კავშირის გაღრმავებას საერთო ინტერესის ყველა სფეროში.

 

 

ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ხორვატიის დელეგაციას შემადგენლობაში არიან: ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

Post navigation

Previous: პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას
Next: როდესაც ფინანსური რესურსი პირდაპირ ერთვება შიდაპოლიტიკურ პროცესებში და თან ამას ახლავს კანონის გვერდის ავლის დეკლარირებული მზადყოფნა, ეს არ არის ნეიტრალური მხარდაჭერა. ეს აღიქმება როგორც პოლიტიკური ჩარევა, რომელიც აძლიერებს პოლარიზაციას და ქმნის დამატებით დაძაბულობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.