Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ყველაფერი ნიშნავს სამარცხვინო პოლიტიკას, რომელსაც „ევროსაბჭოთაკავშირი“ თავის დედაქალაქ ბრიუსელით, აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ

მარშალ პრესი 11/02/2026
david kartvelishvili

„სამარცხვინო პოლიტიკა“ უწოდა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა საქართველოში ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ექსპერტების ვიზიტს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ეუთო/ოდირმა გაავრცელა.

ექსპერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრიუსელი წლებია ახორციელებს ცილისმწამებლურ პოლიტიკას.

„ეს ყველაფერი ნიშნავს სამარცხვინო პოლიტიკას, რომელსაც „ევროსაბჭოთაკავშირი“ თავის დედაქალაქ ბრიუსელით, აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც უამრავი ტიპის კრიზისშია ჩაფლული თავად ბრიუსელი, ქვეყანა არ არსებობს, სადაც არ არის დიდი პრობლემები პოლიტიკური, ადამიანის უფლებების დაცვის, აზრის გამოხატვის, დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების (ამ ფაქტებს მაქსიმალურად არ აშუქებენ, თუმცა ინტერნეტი გვაქვს და შეგვიძლია დავინახოთ, როგორ უსწორდებიან დემონსტრანტებს) კუთხით. გამოჩნდება თუ არა ძლიერი პოლიტიკური პარტია გერმანიაში ან საფრანგეთში, მომენტალურად, ჯიბის სასამართლოების მეშვეობით, იწყება პროცესი ამ პარტიების შეზღუდვის მიზნით,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისიის მხრიდან არ ელოდება ობიექტურ დასკვნას. „ერთი ის, რომ არ ველოდები ობიექტურ დასკვნას. მეორე, ყველა წინა რეზოლუციას ჰქონდა სარეკომენდაციო ხასიათი, რომელიც არცერთმა კომისიამ არ მიიღო იმად, რომ პრაქტიკულ ჭრილში გადაეყვანა ესა თუ ის პუნქტი. ესენიც რაღაცას დაწერენ, მაგალითად იმას, რომ იზღუდება რაღაცები, უამრავი პოლიტპატიმარი არსებობს და ა.შ. მაგრამ, ამას არანაირი პრაქტიკული ხასიათ არ ექნება,” – განმარტა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: ჰელსინკის კომისიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომელსაც მიჰყვება კომისიის რამდენიმე ლიდერი
Next: საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, ტრანზიტული კუთხით თუ შევხედავთ, ვერც ერთი ალტერნატიული დერეფანი თუ კორიდორი ვერ შეცვლის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.