Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჰელსინკის კომისიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომელსაც მიჰყვება კომისიის რამდენიმე ლიდერი

მარშალ პრესი 11/02/2026
shalva papuashvili1

ვხედავთ ჰელსინკის კომისიის მუშაობის სტილს. მათ აქვთ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ დღის წესრიგს მიჰყვება რამდენიმე ლიდერი ამ კომისიის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჰელსინკის კომისიაში დღეს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ჰელსინკის კომისიაზე დღეს გამოცხადდება „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი.

„მოლოდინი მაქვს, რომ ქალბატონი ლორა თორნტონი კიდევ გამოცხადდება იქ და მაინტერესებს, ის კვლავ თუ გაიმეორებს თავის მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი არის სექსუალური მოძალადე. ასეთი ადამიანის ჩვენებებს ეყრდნობა ჰელსინკის კომისია, როგორც ჩანს, საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, კარგ კამპანიაში ვართ. ადამიანი, რომელიც სექსუალურ მოძალადეს უწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თურმე მისი ჩვენებები საქართველოს წინააღმდეგ არის ვინმესთვის საინტერესო. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს. ვხედავთ ჩვენ ჰელსინკის კომისიის მუშაობის სტილს. მათ აქვთ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ დღის წესრიგს მიჰყვება ამ კომისიის რამდენიმე ლიდერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ხელფასები დაახლოებით 20-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა და იდენტურად გაიზარდა პროდუქტების ფასები – ეს ნიშნავს, რომ მათ კეთილდღეობას არაფრით დატყობია ის, რისკენაც მთელი სახელმწიფო პოლიტიკაა მიმართული, რომ შემოსავლები გაეზარდოთ და ამით უკეთ იგრძნონ თავი
Next: ეს ყველაფერი ნიშნავს სამარცხვინო პოლიტიკას, რომელსაც „ევროსაბჭოთაკავშირი“ თავის დედაქალაქ ბრიუსელით, აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.