Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბიზნესი
  • ბოლო სიახლე

“სანტეს” წარმომადგენელი: ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ რძის ფასი საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ქსელებთან ურთიერთობებს რაც შეეხება, ვადასტურებთ, რომ მათ საბაზრო ძალაუფლება აქვთ

მარშალ პრესი 11/02/2026
626651691_906121925242283_8819321287508962020_n

საკითხები, რომლებიც თქვენ გაინტერესებდათ, გეთანხმებით იმაში, რომ პრობლემურია. გამოწვევები გვაქვს, მაგალითად, ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ რძის ფასი საქართველოში არის გაცილებით მაღალი, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს კომპანიას ამჟამად აქვს, – ამის შესახებ კომპანია “სანტეს” წარმომადგენელმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ქსელური მარკეტები საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ და “სანტეს” წინაშეც დგას ე.წ. რეტრო ბონუსის საკითხი.

“ქსელებთან ურთიერთობებს რაც შეეხება, ვადასტურებთ, რომ საბაზრო ძალაუფლება აქვთ ამ ქსელებს და “რეტრო ბონუსის” საკითხი ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, დგას. ციფრების შესახებ დეტალური ინფორმაცია, სტატისტიკა, აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს თავის წლიურ ანგარიშებში და იქ არის ჩაშლილად განხილული ყველა ეს მაჩვენებელი, რომელიც, ფაქტია, რომ წლიდან წლამდე იზრდება. ასევე, ჩვენ პროდუქციის მიყიდვას პირდაპირ ქსელებზე არ ვახდენთ, გვყავს ჩვენი დისტრიბუტორი კომპანია და ალბათ, მათთან საუბარიც თქვენთვის საინტერესო იქნება ამასთან დაკავშირებით.” – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის კითხვაზე, თუ მოხდა კონტრაქტული ურთიერთობების დაბალანსება, სტანდარტიზება ისეთი მდგომარეობით, როდესაც გამოიკვეთება, რომ ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებს შორის, კომერციული ურთიერთობები არის გამჭვირვალე, სამართლიანი, თანასწორი – ეს დადებითად აისახება თუ არა ფასების შემცირების დინამიკაზე, “სანტეს” წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ამგვარი ცვლილება ფასზე დადებითად აისახება. “აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს დადებითად აისახება აუცილებლად. რაც შეეხება რეგულაციებს, თუ იქნება საუბარი რაიმე საკანონმდებლო ცვლილებებზე, ჩემი პირადი აზრია, რომ ეს უნდა მოხდეს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით,” – განაცხადა მან.

Post navigation

Previous: შოთა ბერეკაშვილი: ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია, ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს ინფლაციურ წნეხს, რაც საბოლოო ჯამში, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის
Next: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კანადაში მასობრივი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო, ჩვენი ფიქრები მიმართულია დაშავებულებისა და ყველა კანადელისკენ, რომლებიც ამ მძიმე ტრაგედიას გლოვობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.