Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი: ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია, ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს ინფლაციურ წნეხს, რაც საბოლოო ჯამში, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის

მარშალ პრესი 11/02/2026
shota berekashvili

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, ოთხი პრობლემის შესახებ ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის ადგილობრივ მწარმოებლებთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა.

ბერეკაშვილმა დაასახელა იმპორტზე დამოკიდებულება, ნაშთების მართვა, საოპერაციო ხარჯი და ფასწარმოქმნის ჯაჭვში ასიმეტრიული ურთიერთობები, რაც, საბოლოო ჯამში, პროდუქტის საცალო ფასზე აისახება.

“ოთხი მნიშვნელოვანი პრობლემის იდენტიფიცირება შევძელით – პირველია აქაც იმპორტზე დამოკიდებულება, რომელიც წარმოების ნაწილში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და საფიქრალია, აქ რა მიდგომები გვექნება. მეორე – მნიშვნელოვანია ნაშთების მართვა და დანაკარგია 5-6 პროცენტი, როდესაც ბიზნესს სულ 5 პროცენტი მოგება აქვს. 5-6 პროცენტი დანაკარგი მნიშვნელოვანი პრობლემაა და საფიქრალია, როგორ შეიძლება ამის ოპტიმიზაცია.
მესამე პრობლემაა საოპერაციო ხარჯი – მარკეტინგის და გაყიდვების, ესაა “ქეშბექი”, შესვლის გადასახადი და ა.შ.
მეოთხე – მე ვიტყოდი, რომ ასიმეტრიული ურთიერთობებია ჯაჭვში, ზემოდან ქვემოთ. ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია და საკონტრაქტო ურთიერთობაში დომინანტია, რაც ქმნის მისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ფასის წარმოქმნისა და დომინანტობისთვის. ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს იმ ინფლაციურ წნეხს, რომელიც “ქეშბექის” და სხვა ინსტრუმენტების ზრდით არის გამოწვეული. საბოლოო ჯამში, ეს, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის,” – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

კომისიის წევრები ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს შესახებ მსჯელობენ.

Post navigation

Previous: უნდა ვიცოდეთ, რომ ერთ მხარეს არის 60%, რომელიც წარმოებაა, რაც ჯდება თავისი მოგებით და არის მეორე მხარეს ხარჯები, რომელიც გაყიდვას უკავშირდება – დაახლოებით 40% ჯდება, რომ პროდუქტი მივიდეს მომხმარებლამდე
Next: “სანტეს” წარმომადგენელი: ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ რძის ფასი საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ქსელებთან ურთიერთობებს რაც შეეხება, ვადასტურებთ, რომ მათ საბაზრო ძალაუფლება აქვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.