Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებს, ეროვნული ბანკი ზოგადად არის პასუხისმგებელი ინფლაციური პროცესების მართვაზე, მაგრამ ვერ იქნება პასუხისმგებელი, კონკრეტულად სურსათის ფასწარმოქმნაზე

მარშალ პრესი 10/02/2026
irakli kobakhidze
რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებს, ეროვნული ბანკი ზოგადად არის პასუხისმგებელი ინფლაციური პროცესების მართვაზე, მაგრამ ვერ იქნება პასუხისმგებელი, კონკრეტულად სურსათის ფასწარმოქმნაზე -, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნული ბანკი სათანადოდ უმკლავდებოდა საკუთარ ამოცანას და ინარჩუნებდა სათანადო ზღვრებში ინფლაციას.
„რაც შეეხება ფულის მასას, ამაზე უნდა შევჯერდეთ, ავიღოთ სტატისტიკური მონაცემები და უნდა ვნახოთ, ფულის მასის ზრდა აღემატება თუ არა ეკონომიკის ზრდას და გადავამოწმოთ – თუ არ აღემატება, მაშინ სხვა დასკვნებზე უნდა შევჯერდეთ. რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებს, ეროვნული ბანკი ზოგადად არის პასუხისმგებელი ინფლაციური პროცესების მართვაზე, მაგრამ ვერ იქნება პასუხისმგებელი, კონკრეტულად სურსათის ფასწარმოქმნაზე. სურსათი სხვა თემაა – მოდის კონკრეტული პროდუქტი, რომელიც ღირს პირობითად, ლარი, შემოვიდა საზღვარზე, გაიზარდა ფასნამატი დაედო, საზღვრიდან წამოვიდა, ფასნამატი დაედო, მოხვდა თაროზე, ფასნამატი დაედო, ამას ვერ არეგულირებს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი არეგულირებს ინფლაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკას რაც შეეხება მოქმედ მენეჯმენტს ეროვნულ ბანკში – დიდი წინააღმდეგობები იყო ამასთან დაკავშირებით, ვიღაცეებს არ უნდოდათ, ჩვენ აგვერჩია ეროვნული ბანკის წევრები, საერთაშორისო დონეზე სუბიექტებს ვგულისხმობ, მაინც ავირჩიეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2024 წელს ინფლაცია იყო 2%, 2025 წელს ინფლაცია იყო 4%. შეგიძლიათ გადახედოთ სამეზობლოს, ევროპას და თუ სადმე იყო ასეთი დაბალი მაჩვენებლები, არის თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები. ეროვნული ბანკი სათანადოდ უმკლავდებოდა საკუთარ ამოცანას და ინარჩუნებდა სათანადო ზღვრებში ინფლაციას, თუმცა, რაც შეეხება სურსათის ფასებს, ეს ცალკე საკითხია. ფასთწარმოქმნას რაც შეეხება, სურსათის ფასების შემთხვევაში, ეს არის ცალკე ჯაჭვი და ამ ჯაჭვზე ეროვნული ბანკი ვერ იღებს პასუხისმგებლობას. ზოგადი პოლიტიკის სისწორეზე მეტყველებს ის, რომ 2024 წელს ინფლაცია იყო 2% და შარშან იყო 4%“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მგონია, რომ ბიზნესი გრძნობს ხელისუფლებას მხარდაჭერას ბიზნესის თავისუფლების მიმართ და ეს გვიმყარებს რწმენას, რომ ერთად შევძლებთ პრობლემის გადაჭრას, იმედი მაქვს, ფასები შემცირდება
Next: ხშირად საუბრობენ ოპონენტები იმაზე, რომ თითქოს გადასახადებია პრობლემა ფასწარმოქმნის პროცესში, საქართველოში საგადასახადო ტვირთი არის ყველაზე დაბალი ევროპაში ირლანდიის შემდეგ, თუმცა ფასები ევროპაში არის უფრო დაბალი, ვიდრე ჩვენთან, შესაბამისად, გადასახადები არ არის გამოსავალი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.