Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მგონია, რომ ბიზნესი გრძნობს ხელისუფლებას მხარდაჭერას ბიზნესის თავისუფლების მიმართ და ეს გვიმყარებს რწმენას, რომ ერთად შევძლებთ პრობლემის გადაჭრას, იმედი მაქვს, ფასები შემცირდება

მარშალ პრესი 10/02/2026
irakli kobakhidze

მე მგონია, რომ ბიზნესი გრძნობს ხელისუფლებას მხარდაჭერას ბიზნესის თავისუფლების მიმართ და ეს გვიმყარებს რწმენას, რომ ერთად შევძლებთ პრობლემის გადაჭრას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი და საგნობრივი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც ძალიან აკლდა საზოგადოებას და პოლიტიკასაც მთელი ამ დროის განმავლობაში.

„მნიშვნელოვანია, ეს ტრადიცია გაგრძელდეს, რასაც ახლა ეყრება საფუძველი და კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით თქვენ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. აქ წარმოდგენილი არიან ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები და არავის გვეპარება ეჭვი იმაში, რომ როგორც ნებისმიერ მოქალაქეს შესტკივა გული საკუთარ ქვეყანაზე, ასე ამ ადამიანებსაც შესტკივათ გული. ამაშია რეალურად მთავარი გამოსავალი, რომ თუ შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მოსახლეობაზე, მის სოციალურ ტვირთზე და ა.შ. ყველა ერთად აუცილებლად მოვახერხებთ გამოსავლის მოძებნას და ოპტიმისტური ნოტით დავასრულებ ჩემს გამოსვლას. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში პრობლემა გადაიჭრება და ფასები შემცირდება“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: 2018 წელს საპარლამენტო გუნდის არც ერთ ლიდერთან არასდროს ფულთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა, რასაც ვამბობდი მაშინ საპარლამენტო გუნდზე, დღესაც იგივე შემიძლია ვთქვა მთელი პასუხისმგებლობით სამთავრობო გუნდზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.