Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

განათლების რეფორმა არის მართლაც უპრეცედენტო და ისტორიული – ასეთ მასშტაბურ რეფორმას, რა თქმა უნდა, მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა, რაც ბუნებრივი და დემოკრატიული პროცესია

მარშალ პრესი 09/02/2026
irakli kircxalia1

ეს არის მართლაც უპრეცედენტო და ისტორიული რეფორმა და მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება, რასაც ჰქვია უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ მედიასთან.

მას კითხვა დაუსვეს განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. კირცხალიას თქმით, საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ბუნებრივი და დემოკრატიული პროცესია.

„ზოგადად ნებისმიერ რეფორმას და განსაკუთრებით ისეთ მასშტაბურ რეფორმას, რომელიც უკავშირდება განათლებას, რა თქმა უნდა მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა, რაც ბუნებრივი და დემოკრატიული პროცესია. მისასალმებელი და საჭიროა ყველა ის შეხვედრა, ყველა ჯგუფის მოსმენა, ყველა აზრის მოსმენა, რაც ჟღერდება ამ რეფორმის ფარგლებში. ვნახეთ მინისტრის მოადგილეების შეხვედრა, საპარლამენტო განათლების კომიტეტთან შეხვედრები, მინისტრის შეხვედრა, პრემიერ-მინისტრის შეხვედრა და რა თქმა უნდა ეს შეხვედრები გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, ყველა გაიაზრებს იმ მთავარ გამყოფ ხაზს, რასაც ჰქვია პირველ რიგში ძალიან ეფექტური განათლება ჩვენი ახალგაზრდებისთვის და შემდეგ აბსოლუტურად დანარჩენი სხვა ყველაფერი. ამიტომ, ამ მკაფიო ხაზის გავლების შემდეგ, დამერწმუნეთ, ხელისუფლება მზად არის ნებისმიერი დიალოგისთვის და სწორედ ამ დიალოგს ვხედავთ – პრემიერი ხვდება და ისმენს ყველა აზრს და ის აუცილებლად გაუზიარებს თავის პოზიციას, მოსაზრებას, რომლებიც დამერწმუნეთ ერთ და ორ დღეში არ გადაწყვეტილა. რეფორმა ძალიან კარგად არის დამუშავებული და დამერწმუნეთ, ყველა მიიღებს შესაბამის არგუმენტირებულ პასუხს“, – აღნიშნა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებაში და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან ურთიერთობები უნდა წამოიწიოს აშშ-ის დღის წესრიგში
Next: ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.