Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებაში და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან ურთიერთობები უნდა წამოიწიოს აშშ-ის დღის წესრიგში

მარშალ პრესი 09/02/2026
maka bochorishvili1

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

ბოჭორიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით.

„მქონდა შესაძლებლობა, მილანის ოლიმპიადის გახსნის ფარგლებში, გავსაუბრებოდი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ერთი რამ, რაც ცხადია და გაცნობიერებულია, არის ის, რომ ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებაში, რაც დახვდათ და სახელმწიფო მდივანმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან ურთიერთობები გარკვეულწილად უნდა წამოიწიოს აშშ-ის დღის წესრიგში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების და შემდგომ უკვე იმ საკითხების განსახილველად, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან. სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დატვირთული იქნება შინაარსით ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

Post navigation

Previous: მოსკოვიდან მოდის არა „დახურული კარის“ სიგნალი, არამედ დემონსტრირება იმისა, რომ კარი სამუდამოდ არ არის ჩაკეტილი, უბრალოდ გასაღები სხვის ხელში რჩება
Next: განათლების რეფორმა არის მართლაც უპრეცედენტო და ისტორიული – ასეთ მასშტაბურ რეფორმას, რა თქმა უნდა, მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა, რაც ბუნებრივი და დემოკრატიული პროცესია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.