Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს, მზად ვართ, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება

მარშალ პრესი 08/02/2026
irakli kobakhidze

ჩვენ მზად ვართ, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2” -ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება.

„დავიწყებ საწვავით, სადაც შედარებით მსუბუქია მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფასები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არსებობს ფასების შემსუბუქების რესურსი. მედიკამენტების ნაწილში არის ერთგვარი შუალედური მდგომარეობა. აქ, ორიოდე წლის წინ შემოღებული იქნა ე.წ. რეფერენტული ფასები, რამაც შეამცირა ფასები რამდენიმე ათასი სახეობის მედიკამენტზე. თუმცა აქაც მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება. ყველაზე რთული მდგომარეობა არის სურსათის მიმართულებით. ბევრად უფრო ძვირია საქართველოში პროდუქტი ევროპულ ფასებთან შედარებით. კონკრეტულ პროდუქტებზე არის მაგალითად 50%-ით უფრო მაღალი ფასები საქართველოში, 2-ჯერ, ზოგჯერ 3-ჯერ მაღალიც არის ფასები, მაშინ, როდესაც ხელფასი შესაბამის ქვეყნებში შეიძლება, იყოს ორჯერ და სამჯერ მეტი. არის კონკრეტული პრობლემები, რაც განაპირობებს მაღალ ფასნამატს დისტრიბუციის და შემდეგ ქსელების დონეზე. ჩვენ დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კონკრეტულ კარტელურ გარიგებებს, ესეც იქნება ჩვენი შესწავლის საგანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის პარალელურად იმუშავებს პარლამენტის შესაბამისი კომისია.

„საზოგადოებას შეეძლება ზუსტი ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს მაღალ ფასებს და შესაბამისად, რამდენად არსებობს ჩარევის და ფასების შემცირების რესურსი. ჩვენ მზად ვართ, რომ საზოგადოებასთან ერთად და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ევროკავშირი საკუთარ თავში იპოვის შემობრუნების ძალას
Next: ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, იქნება ეს განათლება, ფასების თემა, ნარკოტიკებთან ბრძოლა, კორუფციის საკითხები, პოლიტიკური თემები, უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც სამწუხაროდ აქამდე არ იყო უზრუნველყოფილი, ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად წავახალისებთ ამ პროცესს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.