Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ევროკავშირი საკუთარ თავში იპოვის შემობრუნების ძალას

მარშალ პრესი 08/02/2026
irakli kobakhidze

ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2” -ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაუფასურებულია ისეთი ღირებულებები ევროკავშირში, როგორიც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ეს ტენდენცია ამ ეტაპზე შეუქცევადია.

„ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ევროკავშირი საკუთარ თავში იპოვის შემობრუნების ძალას და ეს უარყოფითი ტენდენციები, იმედი გვაქვს, რომ შეიცვლება დადებითისკენ. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, საქართველოსთვის საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენი ამოცანა რჩება ამოცანად და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებები ჩვენი მხრიდან შესრულდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გასული 2 წლის განმავლობაში მთავარი მიღწევა იყო სწორედ ის, რომ გავაჯანსაღეთ მართვის სისტემა და პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის
Next: ჩვენ დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს, მზად ვართ, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.