Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორც კი დაკომპლექტდა ახალი მთავრობა, მივიღეთ გადაწყვეტილება სამთავრობო აქტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის შესახებ, მას შემდეგ ათი ათასობით სამთავრობო აქტია გამოქვეყნებული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაინტერესდეს, არის თუ არა იქ კორუფციის რაიმე ნიშანი, მზად ვართ ყველა კითხვაზე პასუხისთვის

მარშალ პრესი 08/02/2026
irakli kobakhidze

არც ერთ დარგობრივ პოლიტიკას არ აქვს წარმატების რესურსი, თუ თვითონ მართვის სისტემა არ არის მოწესრიგებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „POSTV“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, რომ ქვეყანა მოხვდეს ევროპის სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.

„ღიად ვისაუბრეთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა კორუფციას და რაც მთავარია, არამხოლოდ ვისაუბრეთ, არამედ მივიღეთ კონკრეტული ზომები და აქ არ ვგულისხმობ მარტო გამოძიების დაწყებას კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, მთავარი იყო პრაქტიკის მოწესრიგება.

თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც კი დაკომპლექტდა ახალი მთავრობა – სამთავრობო აქტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის შესახებ. მას შემდეგ ათი ათასობით სამთავრობო აქტია გამოქვეყნებული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახსნას ეს აქტები და დაინტერესდეს, არის თუ არა იქ კორუფციის რაიმე ნიშანი, მზად ვართ ყველა კითხვაზე პასუხისთვის. ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, რომ ევროპის სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ნაბიჯებით, რაც უკვე გადაიდგა და რაც მომავალშიც გადაიდგმება, ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი აბსოლუტურად მიღწევადია,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება
Next: პირველ ადგილზე ვართ ევროპაში გასული 5 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ამას განაპირობებს სწორი კანონმდებლობა, სწორი პრაქტიკა და სწორი მენეჯმენტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.