Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლაშა დარსალიას და ბრენდან ჰანრაჰანს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ აშშ-სა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე – სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

მარშალ პრესი 08/02/2026
06

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ტომი პიგოტიმ, კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსის, ბრენდან ჰანრაჰანის შეხვედრაზე.

Independence Avenue Media-ს ინფორმაციით, პრესსპიკერმა, დარსალია-ჰანრაჰანის შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ “3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე”.

როგორც Independence Avenue Media იტყობინება, ტემი ბრიუსმა, მათ კითხვაზე პასუხად განაცხადა: “სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, რაც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს”.

Post navigation

Previous: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
Next: მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.