Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა კალაძე ევროკავშირის პრიზზე ჟურნალისტიკაში: ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ ქვეყნის გარედან ახალისებდნენ, რაც ძალიან მძიმეა

მარშალ პრესი 07/02/2026
kaxa kaladze

დედაქალაქი მერი კახა კალაძე კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025“-ის ერთ-ერთ ნომინაციაში ონლაინ გამოცემა „პუბლიკისთვის“ პრიზის მინიჭების საკითხს გამოეხმაურა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა,  ბოლო პერიოდში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს ქვეყნის გარედან ახალისებენ, რაც ძალიან მძიმე და წარმოუდგენელი ფაქტია. 

„ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, რომ ქვეყანაში ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ გარედან ახალისებდნენ. ამაში ჩართულნი იყვნენ ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ელჩები, რაც ძალიან სამწუხაროა.  ჩვენ მაშინაც ვაცხადებდით, რომ არავის დაუგმია აღნიშნული ძალადობა, პირიქით მუდმივად ახალისებდნენ. ნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპის ქვეყნებში პოლიციელები როგორ ეპყრობიან მოძალადეებს, ვინც ანგრევენ, ამტვრევენ, ძალადობენ პოლიციელებზე და მათ შესაბამის პასუხს სცემენ. ჩვენთან კი, ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებენ, რაც ძალიან მძიმე და წარმოუდგენელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

Post navigation

Previous: ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყო კონსტიტუციური სისტემა, თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია, კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემის მოგვარებაზე
Next: იყვნენ კონკრეტული ენჯეოები, რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ, მაგალითად ესტონეთში – კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლის მექანიზმების განეიტრალებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.