Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყო კონსტიტუციური სისტემა, თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია, კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემის მოგვარებაზე

მარშალ პრესი 07/02/2026
irakli kobakhidze

კონსტიტუციური სისტემა, თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია, კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემების მოგვარებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა. „რაც შეეხება არაღიარების თემას, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყო კონსტიტუციური სისტემა.

თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია, კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემების მოგვარებაზე და, ამ კუთხით, მე მოვუწოდებდი საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც ამ პრობლემას დაუპირისპირდება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი, დანარჩენი არის პარლამენტის გადასაწყვეტი,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა
Next: კახა კალაძე ევროკავშირის პრიზზე ჟურნალისტიკაში: ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ ქვეყნის გარედან ახალისებდნენ, რაც ძალიან მძიმეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.