Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა ფიცი დადეს

მარშალ პრესი 07/02/2026
5006

ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს.

8-თვიანი ვადით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ახალგაზრდებმა ფიცის დადებამდე, ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. მათ სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური და სხვა სახის მომზადება ჩაუტარდათ. წვევამდელები მე-5 საარტილერიო ბრიგადაში იმსახურებენ, სადაც მათ პროფესიონალი სამხედროები მოამზადებენ. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებული პირები ხელფასზე დამატებით 30%-იან დანამატს მიიღებენ.

წვევამდელთა სამსახურში გაწვეულ პირს უნარჩუნდება სამსახური როგორც კერძო, ისევე საჯარო დაწესებულებაში.

მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა წვევამდელებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებაზე წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს. ცერემონიალს წვევამდელთა ოჯახის წევრები და თბილისის 168-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ, რომლებიც სწავლობენ საგანს – „სამხედრო საქმე“.

სკოლის მოსწავლეები სამხედრო ქვედანაყოფში პროექტის – “ერთი დღე ჯარში” ფარგლებში იმყოფებოდნენ. მათ სამხედრო ბაზაზე სტუმრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების მემორიალთან პატივის მიგებით დაიწყეს. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს. ისინი ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ.

 

Post navigation

Previous: ყალბი ფასეულობების ტირაჟირებითა და ექსტრემიზმის წახალისებით, დიპლომატიიდან შორს მყოფმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც ჟურნალისტიკაში ევროკავშირის ე.წ. პრიზები გამოუწერა რადიკალიზმის პროპაგანდისტებს, კვლავ აჩვენა, რომ საქართველოს მტრობა ჯილდოვდება/სპონსორდება
Next: ძალიან კარგად ორგანიზებული ზამთრის ოლიმპიური თამაშებია, იტალია საუცხოოდ მასპინძლობს – გუშინ საკმაოდ კარგად იასპარეზეს ჩვენმა სპორტსმენებმა, ვამაყობთ მათი გამოსვლით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.