Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყალბი ფასეულობების ტირაჟირებითა და ექსტრემიზმის წახალისებით, დიპლომატიიდან შორს მყოფმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც ჟურნალისტიკაში ევროკავშირის ე.წ. პრიზები გამოუწერა რადიკალიზმის პროპაგანდისტებს, კვლავ აჩვენა, რომ საქართველოს მტრობა ჯილდოვდება/სპონსორდება

მარშალ პრესი 07/02/2026
gia abashidze

ყალბი ფასეულობების ტირაჟირებითა და ექსტრემიზმის წახალისებით, დიპლომატიიდან შორს მყოფმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც ჟურნალისტიკაში ევროკავშირის ე.წ. პრიზები გამოუწერა რადიკალიზმის პროპაგანდისტებს, კვლავ აჩვენა, რომ საქართველოს მტრობა ჯილდოვდება/სპონსორდება, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის გამარჯვებულების გამოვლენას, რომელთა შორის ასევე არის “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტიც.

აბაშიძის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკი მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რომლებიც გამოიხატება ანტისახელმწიფოებრივი ბენეფიციარებისთვის ჯილდოების გადაცემაში, ერევა ქართულ მართლმსაჯულებასა და სახელმწიფო შიდა საქმეებში.

“ყალბი ფასეულობების ტირაჟირებითა და ექსტრემიზმის წახალისებით, დიპლომატიიდან შორს მყოფმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც ჟურნალისტიკაში ევროკავშირის ე.წ. პრიზები გამოუწერა რადიკალიზმის პროპაგანდისტებს, კვლავ აჩვენა, რომ საქართველოს მტრობა ჯილდოვდება/სპონსორდება.

თაღლითი მამუკა ხაზარაძის ე.წ. “საბას” პრემიას დაამსგავსეს ეს ე.წ. პრიზი ჟურნალისტიკაში – საკუთარ ანტისახელმწიფოებრივ ბენეფიციარებს აძლევენ რაღაც ჯილდოებს და თითქოს ამით დემოკრატიის განვითარებაში შეაქვთ წვლილი. ეს სამარცხვინო “ბულშითინგი” დიდი ხანია გაშიფრულია საქართველოში.

ბინძური საქმიანობისთვის ევროებით არსებული ე.წ. მედიასაშუალებები, 24/7 წერენ ე.წ. “სინდისის” თუ “პოლიტიკურ” პატიმრებზე და მათ ასაჩუქრებს ევროკავშირის ელჩი, რითაც თავხედურად დეკლარირებს – ერევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ეწინააღმდეგება ჩვენს ლეგიტიმურ ხელისუფლებას.

რასაკვირველია, ჰერჩინსკი ამას დამოუკიდებლად არ აკეთებს, არაკომპეტენტური და არაშორსმჭვრეტელი კაია კალასის სამსახურის დაბალი რანგის ჩინოსნებისგან იღებს ინსტრუქციებს. შედეგი კი ისევ ნულოვანი აქვთ. კოლექტიური მზია ამაღლობლებისა და ავაზაკი ნაცრადიკალების გამფეტიშებლების დაჯილდოება ჰარაკირზე მეტია EUSSR-ის ე.წ. დიპლომატებისთვის ქართულ საზოგადოებაში,”- წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: „პუბლიკასთვის“ ჯილდოს გადაცემა გაგრძელებაა ამაღლობელის შემთხვევის, როცა ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, ეს არის დაბალი სტანდარტი, რითაც მოქმედებს ევრობიუროკრატია
Next: მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა ფიცი დადეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.