Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების დღე აღინიშნა

მარშალ პრესი 06/02/2026
Capture

თავდაცვის სამინისტრო 6 თებერვალს კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. თანამშრომლებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, მზარდი კიბერსაფრთხეებისა და უსაფრთხოების რთული გარემოს ფონზე, კიბერუსაფრთხოების სფეროს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის უწყების პრიორიტეტებს შორის, კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და მისი კიდევ უფრო განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. მან ყურადღება გაამახვილა უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, ადამიანური და ფინანსური რესურსების გაზრდის საჭიროებაზე.

შეხვედრაზე სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და სტუმრებს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალების მეთაურსა და მინისტრის მოადგილეს კიბერუსაფრთხოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო 2014 წლის 6 თებერვალს შეიქმნა. კიბერუსაფრთხოების როლის, კიბერთავდაცვის სისტემის განმტკიცება საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლო დავა მოუგო
Next: ტელეკომპანია “იმედი” გაიყიდა – ირაკლი რუხაძემ ტელევიზიის წილები გაასხვისა და არხი დატოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.