Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლო დავა მოუგო

მარშალ პრესი 06/02/2026
tea tsulukiani

დღეს, სასამართლო დარბაზში, ამ, ვარსკვლავებიანი შეიდიშის მესაკუთრემ დააღო პირი და თქვა: “ააა”, რაზეც სასამართლომ საკადრისი პასუხი გასცა, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, სასამართლომ დაადასტურა, რომ ტყუილია ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებული, თითქოსდა მოსამართლე ავთანდილ წულუკიანის მიერ “დახვრეტილების” სია.

როგორც თეა წულუკიანი აღნიშნავს, “ნანული იმდენად ჩიტისტვინაა”, რომ ერთი “დახვრეტილის” საგაზეთო ინტერვიუ მოიტანა მტკიცებულებად, თუ რა სასტიკი მოსამართლე იყო ავთანდილ წულუკიანი.

“რაო, ქ-ნო ნანული, ტყუილი ყოფილა, რომ თითქოს, 1990 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მამაჩემმა “დახვრიტა” შენ მიერ გამოქვეყნებული სიის “საწყალი ბიჭები” – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენი კრიმინალები, რომლებზეც მე და ჩემმა ოჯახმა მტკიცებულება წარვადგინეთ, რომ ცოცხლები არიან?! ტყუილი ყოფილა, დიახ.

ნანული იმდენად ჩიტისტვინაა, რომ ერთი “დახვრეტილის” არცთუ ისე ძველი საგაზეთო ინტერვიუ მოიტანა მტკიცებულებად – ნახეთ, რა სასტიკი მოსამართლე იყო ავთანდილ წულუკიანი, გიორგობის დღეს გამომიტანა განაჩენიო. “დახვრეტილები” ინტერვიუებს იძლევიან…. გიორგობის დღე როდის გამოცხადდა უქმე დღედ, მაცნეში მაინც ჩაიხედე, გოგო!

ყველა განაჩენი მაქვს ხელზე და ერთი კრუტუნი არ გავიგო! ნუ მაიძულებთ, ყველა საქმის ფაბულა გამოვაქვეყნო გვარებით და სახელებით, ვის რა აქვს ჩადენილი. ცოცხლები ხართ, ზოგიერთი ცენტრალურ საჯარო სამსახურებში მუშაობთ, ზოგიც – თბილისის მუნიციპალურში, და თქვენს ოჯახებს ვცემ პატივს! ალბათ, არც კი იციან თქვენი წარსულის შესახებ! და პატივს ვცემ, ასევე, თქვენ მიერ მოკლული და, ზოგჯერ, დახერხილი ადამიანების ოჯახების ტკივილს! ყველას აქვს უფლება, მოინანიოს. ჰოდა, მოინანიეთ, მათ შორის, იმ ერთმა ენაწყლიანმა – გიორგობის დღესასწაულზე! მთელი გულით გისურვებთ სიმშვიდეს!

ასევე, გირგვლიანის მკვლელი, ბინძური მელნიკოვის ბინძურმა საყვარლებმა შეიკავეთ თავი ცრუ ინტერვიუების მიცემისაგან, თორემ… თორემ… თორემ გიყიდით ვარსკვლავებიან ნიფხავს!
(სიტყვა “ნიფხავი” – იხ. ქართული მატერიალური კულტურის ლექსიკონი, 2011 წ.).

მადლობას ვეუბნები სასამართლოს და ჩემს ადვოკატს, 2010 წლიდან თანამებრძოლს, შესანიშნავ ქალბატონს, ნათელა თოფურიას!

აწი, თუ გინდა ჰააგაში იჩივლე, ჯაგლაგი ფერდი არ ამოიგდო!” – წერს თეა წულუკიანი.

Post navigation

Previous: სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის ბრძოლას უცხოურ ძალებთან ძლიერი, ერთგული და პატრიოტი გუნდი სჭირდება. ჰყავს კი ეროვნულობისგან დაცლილ ევროპას ასეთი მებრძოლები?
Next: თავდაცვის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების დღე აღინიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.