Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმედი გვაქვს, ჰელსინკის კომისიის გარშემო მიმდინარე მოვლენები დაანახებს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც უცხოეთიდან წამოსული ყველაფერი სიმართლე ჰგონია, რომ ეს ასე არ არის

მარშალ პრესი 06/02/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ჰელსინკის კომისიის შესახებ გავრცელებული სკანდალური საგამოძიებო მასალების შესახებ. მისი თქმით, შეერთებულ შტატებშიც კი, მოიძებნენ ადამიანები, რომლებიც უკვე პირდაპირ მიუთითებენ, რომ ჰელსინკის კომისია ახორციელებს „დიფ სთეითის“ დაკვეთას.

„ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, მოიძებნენ ის ადამიანები და ის ძალები, რომლებიც უკვე პირდაპირ მიუთითებენ, რომ ჰელსინკის კომისია პირდაპირ ახორციელებს „დიფ სთეითის” დაკვეთას – მათ კონტროლს არის დაქვემდებარებული და მათ დავალებებს ასრულებს. ეს ჩვენ რამდენიმე წლის წინ უკვე ვიცოდით და ამის შესახებ არაერთხელ გაგვიცხადებია. იმედი გვაქვს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ყველაფრის სჯერა, რაც უცხოეთიდან მოდის, ეს მოვლენები, კიდევ ერთხელ დააფიქრებს იმაზე, რომ ნებისმიერი სიტყვა, თუ ნებისმიერი განცხადება, რომელიც უცხოეთიდან მოდის, აუცილებლად მართალი არ არის,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ევროსაბჭო, რომელიც წარსულში საქართველოს მიდგომებს ეჭვის თვალით უყურებდა, თავად აცხადებს, რომ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმები დასახვეწია და ამ პროცესში საქართველოს გამოცდილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს
Next: ზაალ მიქელაძე: ყველა ჯურის „გრანტის“ გამოჩენაზე „კიკუს“ ნუ დაემსგავსებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.