Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე: ყველა ჯურის „გრანტის“ გამოჩენაზე „კიკუს“ ნუ დაემსგავსებით

მარშალ პრესი 06/02/2026
zaal mikeladze

„ქუჩის ოპოავანტიურისტების ხშირად დასმული კითხვა: „ჩვენ ამ დროს სად ვართ?“ და პასუხი ტრამპისგან „ევროპა საკუთარ თავს ანადგურებს და სჯობს, გონს მოეგონ.“ და მავანის აზრით, ჩვენ ამ თვითგანადგურების რეჟიმში უნდა ჩავყოლოდით ევროპარლამენტის კორუმპირებული დეპუტატების და მათი ლიდერშიპის კოჰორტას, ეპშტეინის კუნძულის ორგიების მონაწილე ევროპელი ლიბერალების „რეზოლუციებს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე.

დეპუტატი რადიკალურ ოპოზიციას და მის მომხრეებს აძლევს რჩევას, ყველა სახის „გრანტის“ გამოჩენაზე „კიკუს“ არ დაემსგავსონ.

„ქუჩის ოპოავანტიურისტების ხშირად დასმული კითხვა: „ჩვენ ამ დროს სად ვართ?“ და პასუხი ტრამპისგან „ევროპა საკუთარ თავს ანადგურებს და სჯობს, გონს მოეგონ.“ და მავანის აზრით. ჩვენ ამ თვითგანადგურების რეჟიმში უნდა ჩავყოლოდით ევროპარლამენტის კორუმპირებული დეპუტატების და მათი ლიდერშიპის კოჰორტას, ეპშტეინის კუნძულის ორგიების მონაწილე ევროპელი ლიბერალების „რეზოლუციებს.“

მეორე ინფორმაციაც გაჟღერდა გამჭვირვალობის გამპროტესტებლებისთვის, რომ ევროსაბჭო უცხო ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვას იწყებს და გამოცდილების გაზიარებას ითხოვს, მათ შორის საქართველოდან!!!

და გგონიათ ახლა მაინც ჩამოივლიან ოპოპარტიული ჟურნალისტები მაშინდელ თუ ახლანდელ ქუჩის „გამრთობ“ პროტესტანტებთან კითხვით: რა შეიცვალა გამჭვირვალობის კანონში? და პასუხად ისევ ეროვნულ ლიტერატურას მოვიშველიებ – “ფული ბაბაია ფული“ და რჩევა: ყველა ჯურის „გრანტის“ გამოჩენაზე „კიკუს“ ნუ დაემსგავსებით.
გახსოვდეთ ეს ღვთისმშობლის მიერ კურთხეული ქვეყანაა, გონიერი ხალხით და პატრიოტი ხელისუფალით,“ – წერს ზაალ მიქელაძე.

Post navigation

Previous: იმედი გვაქვს, ჰელსინკის კომისიის გარშემო მიმდინარე მოვლენები დაანახებს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც უცხოეთიდან წამოსული ყველაფერი სიმართლე ჰგონია, რომ ეს ასე არ არის
Next: სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის ბრძოლას უცხოურ ძალებთან ძლიერი, ერთგული და პატრიოტი გუნდი სჭირდება. ჰყავს კი ეროვნულობისგან დაცლილ ევროპას ასეთი მებრძოლები?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.