Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“რუსთავის აზოტსა” და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა

მარშალ პრესი 05/02/2026
101

შედგა შეთანხმება დასაქმებულებსა და ,,ინდორამა რუსთავი აზოტი-ს შორის, – ამის შესახებ “რუსთავის აზოტის” თანაშრომელი, ბაჩანა კაპანაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ, შვიდი პუნქტი დააკმაყოფილა, რომელთა შორისაა: ხელფასის მომატება, დასაქმებულთა მიმართ სასამართლო დავების შეწყვეტა, პროტესტის დროს ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება და პროფკავშირების შექმნა.

“შედგა შეთანხმება დასაქმებულებსა და ,,ინდორამა რუსთავი აზოტი-ს შორის.
დაკმაყოფილებული პუნქტები:
1. ხელფასის მატება დარიცხული 200 ლარის ოდენობით.
2. 5 წლის მანძილზე ყოველი წლის თებერვალში 125 ლარის მატება.
3. სასამართლო დავის შეწყვეტა დასაქმებულების მიმართ.

4. 25% პრემიის გაერთიანება ფიქსირებულ ხელფასში 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში.
5. პროტესტის დროს, ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება.
6. შეიქმნება საამქროებიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ქარხანაში შექმნილ პრობლემებზე.
7. შეიქმნა პროფკავშირი
მადლობა მინდა გადავუხადო აზოტის ქარხნის ყველა თანამშრომელს, ვინც იბრძოლა და ბოლომდე იდგა ჩვენს გვერდით,” – წერს ბაჩანა კაპანაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: თავის დროზე, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე და ამის შემდეგ აირია ყველაფერი, ჩვენ გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის მიერ
Next: საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ პატარა ქვეყანამ სახელმწიფო გეზად აიღო ტრადიციულობისა და სუვერენიტეტის დაცვა — ეს ყველასთვის შესაძლებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.