Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თავის დროზე, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე და ამის შემდეგ აირია ყველაფერი, ჩვენ გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის მიერ

მარშალ პრესი 05/02/2026
irakli kobakhidze

ჩვენ გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა, თავის დროზე, ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.

მისივე თქმით, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა გერად და ეს უნდა შეიცვალოს.

„მარტივად შეგვიძლია, ავიღოთ სტატისტიკა, რა არის ტრადიციული ტექნიკური დარგები, დისციპლინები, რომლებიც იყო წარმოდგენილი, თავის დროზე, საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, რომ 43 % არის ტექნიკური მიმართულება, 57 % არის სამართალი, ეკონომიკა და აგრარული და სხვა დისციპლინები, რომელთაც საერთოდ არანაირი შემხებლობა არ აქვს იმ დისციპლინებთან, რომლებიც, თავის დროზე, ისწავლებოდა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს არის სტატისტიკა, მარტივი სტატისტიკა. ტექნიკური მიმართულება საკუთარ ინსტიტუტში, საკუთარ, დღეს უკვე, უნივერსიტეტში იქცა გერად.

ეს უნდა შეიცვალოს და როგორც შეიქმნა თავის დროზე ეს მიმართულება, ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასე ვთქვათ, ერთგვარი შვილი, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი, ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს. როგორც ჩაიფიქრა ეს ყველაფერი ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე, არ დასცალდა მას უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, თავის დროზე, იცით, რომ ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე და ამის შემდეგ აირია ყველაფერი. ჩვენ გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა, თავის დროზე, ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: თავის დროზე საქართველოს მიმართ იყო დიდი ზეწოლა, ჩვენგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, მაშინ, როდესაც რუსეთს ვერავითარ ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეკონომიკური ეფექტი, ჩვენ საკუთარი ხელით ვერ დავაზიანებდით ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს
Next: “რუსთავის აზოტსა” და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.