Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზოგადი განათლების შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ განათლების სისტემა ჩამოშორებულია სახელმწიფოებრივი ხედვისა და ეროვნული იდენტობის ღირებულებით საფუძვლებს. თუ ასეა, ჯერ უნდა განვსაზღვროთ რა არის ეს ღირებულებები, რათა ისევ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ

მარშალ პრესი 04/02/2026
sozar subari

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „ზოგადი განათლების კანონში“ დაინიციირებულ ცვლილებებზე. მისი თქმით, “კანონპროექტის განმარტებით ბარათში ძალიან მძიმედაა შეფასებული დღეს ზოგად განათლებაში არსებული მდგომარეობა.

“წაგიკითხავთ რამდენიმე ამონარიდს: „განათლების მთავარი მისია – სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პასუხისმგებლობის მქონე, აქტიური მოქალაქის აღზრდა, გამოწვევად დარჩა“. ეს ფრაზა – „გამოწვევად დარჩა“ – უნდა გავიგოთ, რომ პრაქტიკულად ჩავარდნილია ამგვარი მოქალაქის აღზრდის საკითხი.
იქვე ვკითხულობთ: „თავისუფალმა და კონკურენციის ხელშეწყობის პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო ისეთი მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების შექმნა, რომელიც მოსწავლეს მისცემს თითოეული საგნისთვის საჭირო საბაზო ცოდნას, განუვითარებს სისტემური აზროვნებისა და ღრმა გაგების უნარს… სახელმძღვანელოები უმეტესად ჩამოშორებულია სახელმწიფოებრივი ხედვისა და ეროვნული იდენტობის ღირებულებით საფუძველს. ერთსა და იმავე კლასში, ერთსა და იმავე საგანში გვაქვს რამდენიმე სახელმძღვანელო, რაც ვერ უზრუნველყოფს ვერც ერთიან მიდგომას და ვერც სწავლის თანაბარ ხარისხს“.

ანუ, ლაპარაკია, რომ რეფორმის ფარგლებში ამ ხარვეზების აღმოფხვრა უნდა მოხდეს. სრულად ვეთანხმები ამ მიდგომას, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ განათლების სისტემა ჩამოშორებულია სახელმწიფოებრივი ხედვისა და ეროვნული იდენტობის ღირებულებით საფუძვლებს, მაშინ, ჯერ უნდა განვსაზღვროთ რა არის “ეროვნული იდენტობის ღირებულებითი საფუძვლები”. სწორედ ამაზე უნდა დაიწყოს მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზუსტად იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ხუთი და ათი წლის შემდეგ, რომელშიც ვართ დღეს და ამაზე ზრუნვა უკვე უნდა იყოს დაწყებული. არის თუ არა ამაზე მუშაობა დაწყებული და ვინ მუშაობს აღნიშნულ პრობლემაზე?“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან
Next: ბრიტანეთში მდგომარეობა უფრო უარესია, რადგან გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული BBC, რომელიც გაჟღენთილია “ვოუქ” იდეოლოგიით და ანტიამერიკული განწყობებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.