Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან

მარშალ პრესი 04/02/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე მონაწილეობას მიიღებს პარტია „თავისუფლების მოედნის“ ღონისძიებაში.

სეფაშვილმა განაცხადა, რომ განათლების რეფორმის გარშემო მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ ნიშნებს ატარებს: „განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძირეული რეფორმები და, რა თქმა უნდა, სავსებით ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ, ჩვენ რასაც ვხედავთ, პროცესები აშკარად მიდის პოლიტიკური ნიშნით“ – ხაზი გაუსვა ეკა სეფაშვილმა. მან თქვა ისიც, რომ ნინო დობორჯგინიძე აქტიურობდა გამჭვირვალობის კანონზეც, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. „განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძირეული რეფორმები და, რა თქმა უნდა, სავსებით ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

მაგრამ, ჩვენ რასაც ვხედავთ, პროცესები აშკარად მიდის პოლიტიკური ნიშნით. ეს არის ქალბატონი, რომელიც ცდილობს, აკადემიური საზოგადოებისა და სტუდენტების ჩართვას იმ საკითხებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. მაგალითად, გვახსოვს მისი გამოსვლები გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: განათლების სისტემა არის არათუ მძიმე, არამედ უმძიმეს მდგომარეობაში, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიდისკუსიოთ
Next: ზოგადი განათლების შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ განათლების სისტემა ჩამოშორებულია სახელმწიფოებრივი ხედვისა და ეროვნული იდენტობის ღირებულებით საფუძვლებს. თუ ასეა, ჯერ უნდა განვსაზღვროთ რა არის ეს ღირებულებები, რათა ისევ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.