Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გვექნება უფრო ძლიერი, დიდი უნივერსიტეტი, უკეთ გამოჩნდება მსოფლიო რეიტინგებში, უფრო მეტ შანსს მისცემს ახალგაზრდებს, საქართველოში დარჩნენ და განვითარდნენ. ეს არის ნაბიჯი იმისკენ, რომ განათლება მოერგოს 21-ე საუკუნეს და არა საბჭოთა სტრუქტურებს

მარშალ პრესი 29/01/2026
liza gegechkori

ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება რეალურად ძალიან კარგი შანსი იყოს ქვეყნისთვის.

მისი თქმით, გაერთიანება ნიშნავს, რომ სტუდენტს და მკვლევარს ექნება მეტი არჩევანი, მეტი შესაძლებლობა და ნაკლები ბიუროკრატია.

“ბევრი სტატუსი შემხვდა TSU-სა და STU-ს გაერთიანებაზე, ხშირად მხოლოდ ყალბ ემოციებზე დაფუძნებული, მაგრამ ცოტა რომ დავწყნარდეთ და რაციონალურად, ცივად შევხედოთ, ეს გადაწყვეტილება შეიძლება რეალურად ძალიან კარგი შანსი იყოს ქვეყნისთვის.

ერთ მხარეს არის TSU, ძლიერი მეცნიერება, თეორია, ფუნდამენტი.
მეორე მხარეს STU, ინჟინერია, ტექნოლოგიები, პრაქტიკა.

და ახლა კითხვა:
რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი სხვადასხვა უნივერსიტეტში?

გაერთიანება ნიშნავს, რომ

სტუდენტს და მკვლევარს ექნება მეტი არჩევანი, მეტი შესაძლებლობა და ნაკლები ბიუროკრატია.
მეტი რესურსი წავა ლაბორატორიებზე, კვლევებზე, სტიპენდიებზე და არა დუბლირებულ ადმინისტრაციებზე.

გვექნება უფრო ძლიერი, დიდი უნივერსიტეტი:

უკეთ გამოჩნდება მსოფლიო რეიტინგებში
უფრო მეტ შანსს მისცემს ახალგაზრდებს, საქართველოში დარჩნენ და განვითარდნენ.

ამავდროულად შეგახსენებთ რომ გივი მიქანაძის თქმით, გაერთიანების შემდეგ ნარჩუნდება სახელი: თსუ (ისევე როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

ეს არის ნაბიჯი იმისკენ, რომ განათლება მოერგოს 21-ე საუკუნეს და არა საბჭოთა სტრუქტურებს და არაა საჭირო ყველაფერზე ფსევდოპატრიოტული გრძნობების ყალბად ფრქვევა- წერს ლიზა გეგეჭკორი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ნუ, გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს – სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული
Next: თინა ხიდაშელის „ენჯეო“ ფინანსდება ევროპული ფონდებიდან, რომ ანტიჩინური განწყობები გააღვივოს საქართველოში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.