Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნუ, გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს – სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული

მარშალ პრესი 29/01/2026
mixeil saakashvili

რაც შეეხება გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, უკვე ისწავლეს, რომ სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ასე შემოაქვთ საარსებო ფული. ასევე, ის მიმართავს საშუალო და წვრილ ბიზნესს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის დაფინანსება და საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა. “რაც შეეხება გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში.

ნუ გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს – სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული. ხოლო ბიზნესს იმიტომ შეეხნენ, რომ ბიზნესმა აშკარად დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება, იმიტომ რომ მიხვდა ეს მისთვის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა. ის სიტუაცია, რომ იქით ივანიშვილია და აქეთ მარტო 1-2 პერსონაჟი და მთავრობის და ოპოზიციის ფინანსებიც მონოპოლიზებულია – ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ამ ბოლო დროს, როგორც ჩანს გამოჩნდნენ სხვებიც, რომლებიც მინიმალურად, მაგრამ მაინც ეხმარებიან აქტივისტებს და ოპოზიციურ ჯგუფებს და ჯაყო ამით უკიდურესად შეშფოთებულია. მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს – ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა – თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Post navigation

Previous: ბოლშევიკთა მიერ დევნილი ივანე ჯავახიშვილი თავის უნივერსიტეტში უნდა დაბრუნდეს და დამოუკიდებელი ქვეყნის განახლებული, ძლიერი სასწავლებელი იხილოს. ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება
Next: გვექნება უფრო ძლიერი, დიდი უნივერსიტეტი, უკეთ გამოჩნდება მსოფლიო რეიტინგებში, უფრო მეტ შანსს მისცემს ახალგაზრდებს, საქართველოში დარჩნენ და განვითარდნენ. ეს არის ნაბიჯი იმისკენ, რომ განათლება მოერგოს 21-ე საუკუნეს და არა საბჭოთა სტრუქტურებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.