Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გაიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი პროდუქტზე

მარშალ პრესი 25/01/2026
irakli kobakhidze3

ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, არ დავაკონკრეტებ, აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გაიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი პროდუქტზე – ასეთი ფაქტები, ბუნებრივია, იწვევს შეშფოთებას და აჩენს ეჭვს, რომ კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მომატება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, იგივე შეიძლება ეხებოდეს ქსელურ მარკეტებს და  დისტრიბუციასაც. პრემიერის განცხადებით, იმისათვის, რომ ყოვლისმომცველი იყოს საკითხის მოკვლევა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა.

„ჩვენ ყველა ფორმას უნდა მივმართოთ იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი. მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული პროცედურები სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენ უნდა დავადგინოთ, არის თუ არა კარტელური გარიგება. ერთი კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანო, კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, არ დავაკონკრეტებ, ვიდრე ამას დამატებით არ შევისწავლით, აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გაიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი კონკრეტულ პროდუქტზე. ასეთი ფაქტები, ბუნებრივია, იწვევს შეშფოთებას და აჩენს ეჭვს, რომ კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მომატება. იგივე შეიძლება ეხებოდეს ქსელურ მარკეტებსაც, დისტრიბუციასაც. იმისათვის, რომ ყოვლისმომცველი იყოს ამ საკითხის მოკვლევა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობაც“,  – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი, გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად გვინდა, სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ ფასნამატის მიზეზები და ამის საფუძველზე გრძელვადიანი გადაწყვეტა მოვუძებნოთ იმ პრობლემას, რასაც ჰქვია მაღალი ფასები
Next: ბიზნესის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.