Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი, გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად გვინდა, სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ ფასნამატის მიზეზები და ამის საფუძველზე გრძელვადიანი გადაწყვეტა მოვუძებნოთ იმ პრობლემას, რასაც ჰქვია მაღალი ფასები

მარშალ პრესი 25/01/2026
irakli kobakhidze
გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად გვინდა, რომ სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ ფასნამატის მიზეზები და ამის საფუძველზე გრძელვადიანი გადაწყვეტა მოვუძებნოთ იმ პრობლემას, რასაც ჰქვია მაღალი ფასები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
პრემიერის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ უკვე განცხადება შეიძლება გახდა საფუძველი იმისა, რომ ფასებმა გარკვეულ პროდუქტებზე დაიკლო, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი.
„ეს პრობლემა არ არის ახალი, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა, მე მახსოვს, 2006 წლამდე ვცხოვრობდი გერმანიაში და როდესაც დავბრუნდი საქართველოში, იგივე პროდუქტებს საქართველოში აღარ ვყიდულობდი, რასაც მანამდე გერმანიაში. აქაც, მიზეზი იყო ის, რომ დაახლოებით ორმაგი იყო ფასები ზუსტად იდენტურ პროდუქტებზე. დიდი ხანია უკვე, წლებია, რაც ქვეყანას მოჰყვება ეს პრობლემა, ფასები არის უფრო მაღალი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, ესეც აჩვენებს იმას, რომ საკმაოდ სერიოზული მუშაობა სჭირდება ამ პრობლემის გადაჭრას, რისთვისაც ჩვენ ვართ მზად“, –  განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი
Next: ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გაიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი პროდუქტზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.