Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ვოლსკი „საია“-ს სარჩელზე: საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მართალი გითხრათ, არც ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი სარჩელი არსებობს. მით უმეტეს, არ ვიცოდით, რომ „საია“-ს ამასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები გააჩნდა

მარშალ პრესი 24/01/2026
giorgi volski

საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მართალი გითხრათ, არც ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი სარჩელი არსებობს, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „საია“-ს სარჩელთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მით უმეტეს, არ იცოდნენ, რომ „საია“-ს ამასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები გააჩნდა.

„რეალურად, „საია“-მ ძალა უნდა მოიკრიბოს და ეცადოს სტრასბურგის სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ შესაძლებელია ფურცლის ერთი მხრიდან გამოჟონილი მელნით დააზუსტო რომელ პარტიას მისცა ამა თუ იმ ადამიანმა ხმა. მითუმეტეს, თუკი ეს ბიულეტენი დევს მყარ და სქელ მუყაოს კონვერტში“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა, რომლითაც ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა სტანდარტული ფორმით დაჩქარების გარეშე იწყება.

Post navigation

Previous: საია არაერთხელ იყო მხილებული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმართულ მოძრაობაში. ახლაც, მორიგი ტყუილი გამოუაშკარავდათ – ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, როდესაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში
Next: იმის გამო, რომ აუცილებელი და გარდაუვალი თავზე ლაფის დასხმა და მარცხი აერიდებინა, საია-მ არა კონკრეტულად მისი სახელით, არამედ “ალავიძე და სხვების” სახლით მოითხოვა დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების გაუქმება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.