Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საია არაერთხელ იყო მხილებული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმართულ მოძრაობაში. ახლაც, მორიგი ტყუილი გამოუაშკარავდათ – ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, როდესაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში

მარშალ პრესი 24/01/2026
giorgi sosiashvili

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა საია-ს სარჩელზე მედიასთან ისაუბრა. როგორც სოსიაშვილმა აღნიშნა, საია-ს მორიგი ტყუილი ძალიან მალე გამოუაშკარავდა. მას მიაჩნია, რომ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, როდესაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში. „საია არაერთხელ იყო მხილებული გარე პატრონების მიერ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმართულ მოძრაობაში. ის მონაწილეობდა და არაერთი რევოლუციური სცენარის სამზადისში იყო ჩართული, თავიანთი განცხადებებით, მოწოდებით და მიღებული დაფინანსებებით, რომელიც მოდიოდა ასე გაუმჭვირვალედ და იხარჯებოდა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ახლაც, მორიგი ტყუილი ძალიან მალე გამოუაშკარავდათ – პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, როდესაც რაღაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში. სტრასბურგმა მათ უარი უთხრა და ეს დაუმალეს საზოგადოებას, რადგან მორიგ ჯერზე ჩაფლავდნენ“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

Post navigation

Previous: დღემდე დიდი სახელმწიფოები დანარჩენ სამყაროს თავს ახვევდნენ თავიანთი თამაშის წესებს და ამას ფუთავდნენ დემოკრატიულ ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე რიტორიკით. დღეს ეს პოლიტიკა გაშიშვლდა და ინტერესები გამოვიდა წინა პლანზე
Next: გიორგი ვოლსკი „საია“-ს სარჩელზე: საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მართალი გითხრათ, არც ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი სარჩელი არსებობს. მით უმეტეს, არ ვიცოდით, რომ „საია“-ს ამასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები გააჩნდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.