Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა – ჭოუ ციენი

მარშალ პრესი 20/01/2026
chou-tsieni_w_h

ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა. ელჩთან ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, პოტენციალსა და სამომავლო ხედვებზე.

ელჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოსთან ერთად განახორციელოს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები.

„2025 წლის ოქტომბერში, პეკინში წარმატებით ჩატარდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ცენტრალური კომიტეტის მეოთხე პლენარული სხდომა, რომელზეც განიხილეს და მიიღეს „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შეთავაზება ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარების მე-15 ხუთწლიანი გეგმის შემუშავების შესახებ“. მომავალში ჩინეთი გააგრძელებს მაღალი ხარისხის განვითარების ხელშეწყობას, სტაბილურად გააგრძელებს სისტემურ გახსნილობას, მულტილატერალური სავაჭრო სისტემის დაცვას, საერთაშორისო მიმოქცევის გაფართოებას, გახსნილობის მეშვეობით რეფორმებისა და განვითარების ხელშეწყობას, მსოფლიოს ქვეყნებისთვის შესაძლებლობების გაზიარებას და მათთან ერთად განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ „მე-15 ხუთწლიანი გეგმა“ არა მხოლოდ აყალიბებს ჩინეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სამომავლო ხედვას, არამედ მსოფლიოსაც სძენს მეტ სიცხადეს, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობას უფრო ფართო პერსპექტივებს უხსნის და ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ახალ იმპულსს სძენს. 2026 წელს საქართველოც დააჩქარებს ეროვნული ათწლიანი განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან ერთად განახორციელოს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, განაგრძოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, პრიორიტეტი მიანიჭოს ქართული თაფლისა და ფრინველის ხორცის ჩინეთში ექსპორტის ხელშეწყობას, დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა, აქტიურად განავითაროს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ხალხთა შორის ურთიერთგაგებას და მეტი სარგებელი მოუტანოს ორ ქვეყანასა და მათ ხალხს“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

Post navigation

Previous: პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს გადატრიალების, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას – ამის მიუხედავად, ისინი ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ეს მშვიდობიანი შესეირნება იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში
Next: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა, მყარი საფუძვლით და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით – ელჩი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.