Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს გადატრიალების, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას – ამის მიუხედავად, ისინი ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ეს მშვიდობიანი შესეირნება იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში

მარშალ პრესი 20/01/2026
levan machavariani

პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს გადატრიალების, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით.

„ამაზე მაღალი სტანდარტის მტკიცებულება უკვე არ არსებობს – არის ვიდეოჩანაწერები აბსოლუტურად ყველა დაპატიმრებულზე. ამის მიუხედავად, ისინი რაღაცას დემაგოგობენ და ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ეს მშვიდობიანი შესეირნება იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. რაც უფრო მალე დაბრუნდებიან ისინი რეალობაში, მათთვისვე იქნება უკეთესი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა – საქმე ეხება 12 ბრალდებულს.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა მარიამ მეყანწიშვილმა მედიასთან განაცხადა: „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაა აუცილებელი, აუცილებელია რეჟიმის დამხობა. მშვიდობიანი რევოლუცია, რა თქმა უნდა, არის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. რევოლუციას ქვეყანაში მშვიდობიანობა მოაქვს“.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს
Next: ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა – ჭოუ ციენი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.