Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გუშინ, სამწუხაროდ, ადამიანების შეწყალებაზე აპელირებით ძალიან მავნებლური პროცესი გაიმართა. რაც ეს ადამიანები დაკავებულები არიან, დაახლოებით 4-5 ჯერ მოახდინა პრეზიდენტმა შეწყალების აქტი, თუმცა, მათი მხრიდან არცერთხელ გვინახავს მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 20/01/2026
nino tsilosani

გუშინ სამწუხაროდ ადამიანების შეწყალებაზე აპელირებით ძალიან მავნებლური პროცესი გაიმართა. ვიცით, რომ შეწყალება ორმხრივი პროცესია. ერთია ადამიანი, ვინც ითხოვს შეწყალებას და მეორე, პრეზიდენტი, რომელმაც უნდა შეიწყალოს- ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა მიმართებითაც გუშინ მედია კამპანია იყო აგორებული, არცერთხელ გაჟღერებულა შეწყალების მოთხოვნა.

„პროცედურულად ვიცით, რომ თავად პატიმრები წერენ განაცხადს შეწყალებასთან დაკავშირებით. თუმცა, იმ ადამიანებთან მიმართებით, ვისი ოჯახის წევრებიც და ვისთან მიმართებითაც დიდი მედია კამპანია იყო აწეული გუშინ ვიცით, რომ მათი მხრიდან არც პირადად მათი, არც მათი ოჯახის წევრების მხრიდან არცერთხელ გაჟღერებულა შეწყალების მოთხოვნა.
რაც ეს ადამიანები დაკავებულები არიან, დაახლოებით 4-5 ჯერ მოახდინა პრეზიდენტმა შეწყალების აქტი, თუმცა, მათი მხრიდან არცერთხელ გვინახავს კამპანიურად აგორებული მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს? – ერთი, რომ მათ საერთოდ გადაეწურათ იმედი, რომ მათი პატრონები როგორღაც დაიხსნიან დამნაშავეებს ციხიდან და მეორე, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი პროცესი და მედია კამპანია, რომელსაც ადამიანებში უნდა გამოეწვია შეცოდების გრძნობა“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

Post navigation

Previous: პოლიტიკოსებს ვერ გამოგვყავს საკმარისი ხალხი – ზურა ჯაფარიძე
Next: რადიკალებმა შექმნეს ცრუ, ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია გამოიწვიონ საზოგადოებაში, ხოლო მათი მშობლების ამ სახით გამოყენება მორიგი ბინძური ნაბიჯია მათი მხრიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.