Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პოლიტიკოსებს ვერ გამოგვყავს საკმარისი ხალხი – ზურა ჯაფარიძე

მარშალ პრესი 20/01/2026
zurab japaridze

ადამიანმა უნდა დაინახოს, რომ არსებობს ადამიანების კრებული, რომლებსაც აქვთ გასაგები გზა როგორ მივდივარ გამარჯვებამდე. თუ დავინახე ასეთი გზა და ასეთი ადამიანები, მაშინ ჯარიმასაც გავრისკავ, შეიძლება ციხეც გავრისკო და გამოვალ, მაგრამ თუ ვერ დავინახე კრებული ადამიანების და გასაგები გზა, მაშინ არ ვრისკავ- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

მან პოლიტიკურ პროცესებში ხალხის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ საკმარისი არ არის, რადგან, მისი თქმით, პოლიტიკოსებს ვერ გამოყავს საკმარისი ხალხი.

„ჩვენ ხომ პრობლემა მაგაში გვაქვს. ხათრი იმიტომ ვახსენე, რომ ადამიანს მე რომ ველაპარაკები ვარწმუნებ, რომ აი ამიტომ, ამიტომ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი. მაგრამ რომ გამოიყვან ერთხელ და რომ ანახებ, რომ წინასთან შედარებით უკვე პირობითად ორჯერ მეტი ვიყავით, მერე ისიც უნდა ჩაერთოს პროცესში, შემდეგ კვირაში იმან უნდა აკეთოს იგივე, იმან აიღოს ტელეფონი და იმანაც უნდა ურეკოს, ხალხის ჩართულობა მარტო ის კი არაა, რომ ქუჩაში გამოხვედი, ადამიანებს უნდა აუხსნა, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ისეთი დემოკრატია, სადაც ბიულეტენით წყდება ამ ქვეყნის ბედი. სამწუხაროდ, სამწუხაროდ ჩემმა თაობამ, ჩემ წინა თაობამ, ჩემს შემდეგმა თაობამ ეს ქვეყანა ვერ მივიყვანეთ მაქამდე და ამიტომ ყველას გვაქვს სხვა სამუშაოც. გარდა იმისა, რომ არჩევნებზე რაღაცას ვაკეთებდით, ახლა მუშაობა არის ბრძოლა, ქუჩაში გამოსვლა და პლიუს ჩვენ გარშემო ხალხის დარწმუნება, რომ ქუჩაში ხალხი უნდა გამოვიდეს, მაგის მიტოვება იმაზე, რომ პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ და პოლიტიკოსებმა გამოიყვანონ ხალხი, ვერ გამოგვყავს პოლიტიკოსებს საკმარისი ხალხი“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

Post navigation

Previous: ციხიდან რომ გამოვედი გადაწყვეტილი მქონდა, მოვყვები მეთქი ჩემი აზრით რა არის სწორითქო. მათ შორის, საჯაროდ შევპირდი ხალხს, რომ ამ კვირაში არა და იქით კვირაში მოვყვები მეთქი და მერე ხალხი გადავაგდე
Next: გუშინ, სამწუხაროდ, ადამიანების შეწყალებაზე აპელირებით ძალიან მავნებლური პროცესი გაიმართა. რაც ეს ადამიანები დაკავებულები არიან, დაახლოებით 4-5 ჯერ მოახდინა პრეზიდენტმა შეწყალების აქტი, თუმცა, მათი მხრიდან არცერთხელ გვინახავს მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.