Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამერიკასა და ევროკავშირს შორის წარმოშობილი უთანხმოება გრენლანდიასთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ გლობალურად მიმდინარეობს ბრძოლა გავლენის სფეროების გადანაწილებისათვის

მარშალ პრესი 20/01/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა ამერიკა-ევროკავშირის უთანხმოებაზე გრენლანდიის გარშემო. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ გლობალური ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რესურსებსა და დამაკავშირებელ გზებს:

„ეს არის გლობალური ბრძოლა და, იმედი მაქვს, გლობალური აქტორები ამ ბრძოლაში სამხედრო ესკალაციამდე არ მივლენ“ – თქვა ეკა სეფაშვილმა.

განაცხადა ისიც, რომ დღეს მიმდინარეობს გავლენების სფეროების გადანაწილება.

„ამერიკასა და ევროკავშირს შორის წარმოშობილი უთანხმოება გრენლანდიასთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ გლობალურად მიმდინარეობს ბრძოლა გავლენის სფეროების გადანაწილებისათვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც რესურსებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნებისა და კონტინენტების დამაკავშირებელ გზებზე კონტროლის მოპოვებას. ეს არის გლობალური ბრძოლა და, იმედი მაქვს, გლობალური აქტორები ამ ბრძოლაში სამხედრო ესკალაციამდე არ მივლენ; შემოიფარგლებიან მხოლოდ სავაჭრო ომებით ან დიპლომატიური გზით გადაწყვეტენ ამ საკითხს“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე რატომ ჰქონდათ შეწყალების მოლოდინი, არ მესმის
Next: ციხიდან რომ გამოვედი გადაწყვეტილი მქონდა, მოვყვები მეთქი ჩემი აზრით რა არის სწორითქო. მათ შორის, საჯაროდ შევპირდი ხალხს, რომ ამ კვირაში არა და იქით კვირაში მოვყვები მეთქი და მერე ხალხი გადავაგდე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.