Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე რატომ ჰქონდათ შეწყალების მოლოდინი, არ მესმის

მარშალ პრესი 20/01/2026
ela sepashvili

„ის ფაქტი, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პოლიტიკური თამაშები,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ოპოზიციის მხრიდან შეწყალების აქტის დისკრედიტაციის მცდელობაზე კომენტირებისას.

როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გაუგებარია, ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის დანაშაული, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, რატომ ელიან შეწყალებას პრეზიდენტის მხრიდან.

„იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე და არ მოუნანიებიათ, პირიქით ძალიან ამაყად აცხადებენ, რომ არ ნანობენ ჩადენილს, სწორად მოიქცნენ და ფუთავენ თავიანთ დანაშაულს გამოგონილი, ვითომ პოლიტიკური მიზნებით, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში არის სისხლის სამართლის და ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციული, რატომ ჰქონდათ შეწყალების მოლოდინი, არ მესმის და ეს ჩემთვის გაუგებარია.

ის ფაქტი, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, არის მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური თამაშები, რომელსაც არავითარი შედეგი არ მოსდევს იმიტომ, რომ არ არის რეალურ ობიექტურ და სამართლებრივ ვარაუდებზე და არგუმენტებზე დაფუძნებული. კიდევ ერთი რამ არის ჩემთვის გაუგებარი – თუ ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არალეგიტიმურია და მას არალეგიტიმური ინსტიტუციები მართავენ, არ აღიარებენ პრეზიდენტს, მაშინ რატომ მოითხოვენ მისგან შეწყალებას და იმ ძალაუფლების გამოყენებას, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია. ისევ და ისევ გაუგებარი და აბსურდულია მათი მიდგომები,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს, უნდათ, ხელოვნურად შექმნან მოლოდინები
Next: ამერიკასა და ევროკავშირს შორის წარმოშობილი უთანხმოება გრენლანდიასთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ გლობალურად მიმდინარეობს ბრძოლა გავლენის სფეროების გადანაწილებისათვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.