Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე​ ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს

მარშალ პრესი 19/01/2026
levan maxashvili

ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს ამ მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, დღეს ევროკავშირი ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში იმყოფება და ძალიან მძიმე საერთაშორისო მოვლენებს გადის.

„ამ ეპიცენტრში იმყოფება ევროკავშირი და ოდესმე თუ სჭირდებოდა პროფესიონალი, კომპეტენტური, გამოცდილი დიპლომატი, უზადო დიპლომატიის, უზადო კომპეტენციის ადამიანი, სწორედ ახლა სჭირდება.

რაოდენ დასანანია, რომ სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი კაია კალასია. რა თქმა უნდა, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, მას შეცვლიან თუ არ შეცვლიან, ისეთს ჩათვლიან თუ ასეთს ჩათვლიან, მაგრამ საქართველოს გადმოსახედიდან, იმ ისტორიიდან გამომდინარე, რა არაკომპეტენტური, არადიპლომატიური და უსამართლო დამოკიდებულება ჰქონდა კაია კალასს საქართველოსადმი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, ბევრად გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს ამ მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე“, – განაცხადა მახაშვილმა.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.

Post navigation

Previous: არავინ იცის, რამდენიმე წელიწადში იქნება თუ არა ევროკავშირი
Next: ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.