Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არავინ იცის, რამდენიმე წელიწადში იქნება თუ არა ევროკავშირი

მარშალ პრესი 19/01/2026
sozar subari2

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ თუ პროცესები ასე გაგრძელდება, ევროკავშირი გლობალურ მოთამაშედ ვეღარ დარჩება, ხოლო მისი არსებობის პერსპექტივები გაურკვეველია.

„ევროკავშირის დასუსტებასა და დაშლას ხელს უწყობს ევროკავშირისა და წამყვანი ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელების არასწორი პოლიტიკა, ხოლო სხვა დიდი მოთამაშეები ამას ხელს არ უშლიან,” – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სუსტი პოზიცია მკაფიოდ ჩანს, თუნდაც გრენლანდიის მაგალითზე.

“არავინ იცის, რამდენიმე წელიწადში იქნება თუ არა ევროკავშირი. გლობალურ მოთამაშედ რომ ვეღარ დარჩება, ამაზე ყველაფერი მიუთითებს, მაგრამ რამდენად იარსებებს ეს სტრუქტურა თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ, ეს არც კი ვიცით.

ამას ხელს უწყობს ევროკავშირის და წამყვანი ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელების არასწორი პოლიტიკა, ხოლო სხვა დიდი მოთამაშეები ამას ხელს არ უშლიან. პირიქით, ვხედავთ, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია არათუ არ ითვალისწინებენ ევროპული სახელმწიფოების ინტერესებს, პირიქით, ცდილობენ, ყველანაირად დაამცირონ და გამოთიშონ ისინი თამაშიდან. თუნდაც გრენლანდიის მაგალითი ამის დადასტურებაა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის 30-მა ქვეყანამ 30 ჯარისკაცი რომ გააგზავნა გრენლანდიის დასაცავად, ეს ძალიან სასაცილოა და მეტყველებს იმ კრიზისზე, რომელშიც ევროკავშირი იმყოფება. გასაგებია, რომ სიმბოლური დატვირთვა აქვს 13 გერმანელი სამხედროს ჩასვლას, მაგრამ მალე დავინახავთ, რომ თუ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია გადაწყვეტენ გრენლანდიაში ყოფნას, არც 70 და არც 300 000 სამხედროს არ დაეკითხებიან. შესაბამისად, ევროკავშირი აღმოჩნდა იმ პოლიტიკის მსხვერპლი, რომელსაც თავად ატარებდა სხვის წინააღმდეგ.

დღეს, როდესაც ევროპელი ლიდერების დასანქცირება ხდება ამერიკელების მიერ, ევროკავშირი მიხვდა, რომ პოლიტიკა, რომელსაც მათ მიმართ ატარებდნენ, სამართლიანი არ ყოფილა. თუმცა ზუსტად ასეთივე უსამართლო პოლიტიკას ატარებდნენ საქართველოს მიმართ — ახლა ეს ბუმერანგივით დაუბრუნდათ და საკუთარ თავზე გამოსცადეს”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: უკრაინა გაიწირა და ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მათი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან დაალაგებენ ურთიერთობას და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი
Next: ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე​ ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.