Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფაქტობრივად, ქალბატონ სანდუს გამოუვიდა, რომ რუმინეთს სთხოვა, მოდი მიგვიერთეო. ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. ყველაზე კარგი მაგალითი, რომ პატარა ქვეყანას შეუძლია გადარჩეს, ეს საქართველოა

მარშალ პრესი 17/01/2026
levan machavariani

შოკის მომგვრელია, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პირდაპირ ამბობს, მზადაა, ჩააბაროს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მოსახლეობის იდენტობა და რა თქმა უნდა, რუმინულმა მხარემ ამას დიდი მოლოდინით უპასუხა, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მოლდოვის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

მისივე თქმით, მოლდოვას შეუძლია მაგალითი საქართველოსგან აიღოს, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.

ფაქტობრივად, ქალბატონ სანდუს გამოუვიდა, რომ რუმინეთს სთხოვა, მოდი მიგვიერთეო. ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. ყველაზე კარგი მაგალითი, რომ პატარა ქვეყანას შეუძლია გადარჩეს, ეს არის საქართველო. ჩვენ გვაქვს 3-ათასწლოვანი ისტორია და დღემდე შენარჩუნებული გვაქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი იდენტობა და დღეს ვართ ისეთი დამოუკიდებლები, როგორც არ ვყოფილვართ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. შესაბამისად, შეუძლიათ, ჩვენგან აიღონ მაგალითი. რომ არ მოსწონთ ეს ჩვენი კურსი და სუვერენული პოლიტიკა და ის რომ, დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის შესახებ საქართველოშივე და გარეთ არავის ვეკითხებით, ამიტომ გვაკრიტიკებენ ჩვენ და ამიტომ აქებენ მოლდოვას, რომელიც მზადაა, ერთი ხელის მოსმით დათმოს თვისი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტიანუმ განაცხადა, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა, თუმცა, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვალდებულია მოქალაქეების უმრავლესობის ხმას მიჰყვეს და ევროინტეგრაციაზე იმუშაოს.

რამდენიმე დღის წინ კი მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ რუმინეთთან გაერთიანების საკითხი ოდესმე რეფერენდუმზე დადგება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს. მისი თქმით, მოლდოვისთვის სულ უფრო რთული ხდება დამოუკიდებლად „გადარჩენა“.

Post navigation

Previous: როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ფიშერი საჯაროდ აკრიტიკებს საქართველოს განათლების რეფორმას, ეს აღარ არის „მეგობრული რჩევა“ და „ევროპული ღირებულებების გაზიარება“ – ეს სუვერენული სახელმწიფოს შიდა სივრცეში ჩარევაა
Next: საქართველოში ძალადობრივი გადატრიალების მცდელობები იყო — პეტერ ფიშერის რადიკალებთან შეხვედრის მიზანიც ესაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.