Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ფიშერი საჯაროდ აკრიტიკებს საქართველოს განათლების რეფორმას, ეს აღარ არის „მეგობრული რჩევა“ და „ევროპული ღირებულებების გაზიარება“ – ეს სუვერენული სახელმწიფოს შიდა სივრცეში ჩარევაა

მარშალ პრესი 17/01/2026
nikoloz metreveli

“როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული “ფლიდი” ფიშერი საჯაროდ აფასებს და აკრიტიკებს საქართველოს განათლების რეფორმას, ეს აღარ არის „მეგობრული რჩევა“ და არც „ევროპული ღირებულებების გაზიარება“ – ეს არის პირდაპირი ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ და ინტელექტუალურ სივრცეში”- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, განსაკუთრებით ირონიულია, როდესაც ეს კრიტიკა მოდის იმ ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომლის განათლების სისტემა თავადაც ათწლეულების განმავლობაში ეძებდა ბალანსს ეროვნულ იდენტობასა, მანკიერ წარსულსა და გლობალიზაციის ზეწოლას შორის. „განათლება არის სახელმწიფოს ყველაზე მგრძნობიარე საფუძველი: აქ ყალიბდება ისტორიული მეხსიერება, ღირებულებები, მოქალაქის პასუხისმგებლობა.

სწორედ ამიტომ, ამ სფეროში გარედან წამოსული საჯარო ინსტრუქციები განსაკუთრებით პრობლემურია. ასევე, განსაკუთრებით ირონიულია, როდესაც ეს კრიტიკა მოდის იმ ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომლის განათლების სისტემა თავადაც ათწლეულების განმავლობაში ეძებდა ბალანსს ეროვნულ იდენტობასა, მანკიერ წარსულსა და გლობალიზაციის ზეწოლას შორის. ევროპა არ არის ერთიანი საგანმანათლებლო მოდელი და მით უმეტეს, არ არის იდეოლოგიური ცენტრი, საიდანაც პერიფერიებს ინსტრუქციები უნდა დაურიგდეთ. და ბოლოს: საქართველო ევროპასთან თანამშრომლობას არ უარყოფს. მაგრამ თანამშრომლობა არ ნიშნავს დუმილს, როცა სუვერენიტეტი იგნორირებულია. განათლება არ არის საექსპერიმენტო პოლიგონი და საქართველო არ არის ობიექტი, რომელსაც გარედან „შეასწორებენ“.- წერს მეტრეველი.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა
Next: ფაქტობრივად, ქალბატონ სანდუს გამოუვიდა, რომ რუმინეთს სთხოვა, მოდი მიგვიერთეო. ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. ყველაზე კარგი მაგალითი, რომ პატარა ქვეყანას შეუძლია გადარჩეს, ეს საქართველოა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.