Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით, გვინდა, 2.5-ჯერ გაიზარდოს წარმადობა გენერაციის მიმართულებით, გვაქვს შესაძლებლობა, მოვიზიდოთ ინვესტიციები ჰიდროგენერგეტიკულ სფეროში, მზის და ქარის ენერგიის სფეროში

მარშალ პრესი 14/01/2026
irakli kobakhidze
საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ  ამ ჰიდრორესურსების, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობას ქმნის ჩვენთვის, განვავითაროთ ეს სექტორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემა იყო – შუა დერეფანი – ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.
მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკის სექტორის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ქვეყანაში. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ  ამ ჰიდრორესურსების, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობას ქმნის ჩვენთვის, რომ განვავითაროთ ეს სექტორი. ჩვენ განსაკუთრებული გეგმა გვაქვს ამ მიმართულებით ენერგოსექტორის განვითარებისთვის, ეს არის ჩვენი არსებული გეგმა 2026 წლის განმავლობაში. გვინდა, რომ გენერაციის წარმადობა 2.5-ჯერ გაიზარდოს. ეს არის ამბიციური გეგმა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვიზიდოთ ინვესტორები. ეს ძალიან სასარგებლო იქნება ჰიდროენერგეტიკულ სექტორში ინვესტირებისთვის საქართველოში“, –  აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ  ისაუბრა ინვესტიციების მოზიდვაზე მზის და ქარის ენერგიის სფეროში.
„ასევე, შეგვიძლია მოვიზიდოთ ინვესტიციები მზის და ქარის ენერგიის სფეროში და გეგმაც არსებობს ამისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს განხორციელებული მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით. ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ამ თემასთან დაკავშირებით. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სრული თვითკმარობა შევქმნათ 2030 წლისთვის და ევროპულ ბაზარზე გავიტანოთ გამომუშავებული ენერგია. ამისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობები არსებობს და მიმაჩნია, რომ ეს პერსპექტივა 2026 წელს იქნება გამოყენებული და ექსპორტზე გავალთ ევროპულ ბაზარზე“, –  განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ძალიან ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებითა და კორუფციის დაბალი დონით, ეს ყველაფერი არის ის სარგებელი, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუა დერეფანში
Next: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო – 9.3 %, ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში, ეს არის იმ ეკონომიკური რეფორმების შედეგი, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.