Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებითა და კორუფციის დაბალი დონით, ეს ყველაფერი არის ის სარგებელი, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუა დერეფანში

მარშალ პრესი 14/01/2026
irakli kobakhidze

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან სტრატეგიული ადგილმდებარეობა გვაქვს და უკვე საკმაოდ წარმატებულნი ვართ, ასევე გაგვაჩნია ძალიან ამბიციური გეგმები, რომ გავაძლიეროთ დაკავშირებადობის შესაძლებლობა ტრანზიტის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემა იყო – შუა დერეფანი – ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში შუა დერეფნის როლი შთამბეჭდავად იზრდება.

„ისტორიულად საქართველო აკავშირებდა აზიას ევროპასთან, აღმოსავლეთს, დასავლეთთან, დასავლეთს, აღმოსავლეთთან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან სტრატეგიული ადგილმდებარეობა გვაქვს და უკვე წარმატებულნი ვართ საკმაოდ. ვიყენებთ სტრატეგიულ ადგილმდებარეობას, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომ გავაძლიეროთ დაკავშირებადობის შესაძლებლობა ტრანზიტის კუთხით და ვახორციელებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვაშენებთ ავტომაგისტრალებს. 2030 წლისთვის ყველა სეგმენტის მშენებლობა იქნება დასრულებული, ვითარდება რკინიგზის ინფრასტრუქტურა, ხდება რკინიგზის და საზღვაო პორტების მოდერნიზაცია.

ჩვენ ავაშენებთ ახალ პორტს შავ ზღვაზე, ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, ეს არის ერთ-ერთი ადგილი საქართველოში. ყველა ეს მიმართულება და ინიციატივა ხდება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ჩვენ არსებითად მოვახდენთ ქვეყნის ტრანსფორმაციას, რომ გაძლიერდეს დაკავშირებადობის შესაძლებლობა და უნარი. ეს ჩვენ ოპტიმისტურად განგვაწყობს, რომ ქვეყანა მიაღწევს განვითარების არსებითად ახალ დონეს საშუალოვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ძალიან ბევრ ქვეყანასთან.

„ყველაზე მეტი შეთანხმება ამ კუთხით ჩვენ გვაქვს რეგიონში ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩინეთთან. ეს განსაკუთრებულ უნარს გვაძლევს, რომ ეკონომიკურად ვიყოთ დაკავშირებული ერთმანეთთან და ეს ქვეყნები დავაკავშიროთ ერთმანეთს. ძალიან ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და კორუფციის დაბალი დონით. ეს ყველაფერი არის ის სარგებელი, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სვეტი იყოს ამ დერეფანში. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებობები და წარმადობა გაიზარდოს ამ მიმართულებით და ქვეყნის განვითარება მოხდეს ამის საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: არაკომპეტენტური და გეოპოლიტიკურად საცოდავად უხერხემლო კაია კალასის ერთ-ერთი რიგითი ქვეშევრდომი, ელჩი ჰერჩინსკი ეროვნული დროშის დღეს, უსამშობლო ნაცმარგინალების გამხნევებით გვილოცავს
Next: საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით, გვინდა, 2.5-ჯერ გაიზარდოს წარმადობა გენერაციის მიმართულებით, გვაქვს შესაძლებლობა, მოვიზიდოთ ინვესტიციები ჰიდროგენერგეტიკულ სფეროში, მზის და ქარის ენერგიის სფეროში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.