Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე უმაღლეს დონეზე შეფასდა ის ურთიერთობები, რაც ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე და განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები

მარშალ პრესი 14/01/2026
maka bochorishvili
პრეზიდენტთან შეხვედრა შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, იმ დინამიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყნებს შორის, ეკონომიკური ურთიერთობების, პოლიტიკური დიალოგის განვითარების კუთხით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მინისტრის თქმით, უმაღლეს დონეზე შეფასდა ის ურთიერთობები, რაც ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში.
„უმაღლეს დონეზე შეფასდა ის ურთიერთობები, რაც ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე, განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები, გლობალურად მიმდინარე პროცესები. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებს შორის იყოს გარკვეული აზრების გაცვლა-გამოცვლა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე ვისაუბრეთ სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, შუა დერეფნის განვითარებაზე, მის პოტენციალსა და საქართველოს როლზე, ზოგადად დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პროცესში,“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა
Next: არაკომპეტენტური და გეოპოლიტიკურად საცოდავად უხერხემლო კაია კალასის ერთ-ერთი რიგითი ქვეშევრდომი, ელჩი ჰერჩინსკი ეროვნული დროშის დღეს, უსამშობლო ნაცმარგინალების გამხნევებით გვილოცავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.