Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა

მარშალ პრესი 14/01/2026
5005

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ხელს უწყობს მჭიდრო პოლიტიკური კავშირები. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოში გასულ წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა საქართველოში კომპანია „იგლ ჰილსის“ ისტორიული – 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის მნიშვნელობას, ასევე აღინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციით განხორციელებული თბილისის მშრალი პორტის პროექტის როლი და სხვა უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიების წარმატებული საქმიანობა საქართველოში.

შეხვედრას, რომელიც აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

Post navigation

Previous: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე, ინოვაციებსა და მდგრად განვითარებაზე
Next: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე უმაღლეს დონეზე შეფასდა ის ურთიერთობები, რაც ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე და განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.