Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს პასუხობს

მარშალ პრესი 13/01/2026
aleko elisashvili

სპეციალური პენიტენციური სამსახური ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს პასუხობს:

“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ ცრუ და ცილისმწამებლურ განცხადებას, რომელიც მიზნად ისახავს პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი იმყოფება №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან სპეციალურ ერთადგილიან ან ორადგილიან საკნებში, სადაც მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. შესაბამისად, ალეკო ელისაშვილის განცხადება დაწესებულებაში რაიმე სახის გარჩევებთან დაკავშირებით არის აშკარა სიცრუე.

ბრალდებული ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 1-ელ დეკემბერს. 2025 წლის 4 დეკემბერს იგი მოინახულეს სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ. ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა მათი თანდასწრებით განაცხადა, რომ არ ჰქონდა სურვილი, საკანში ჰქონოდა ტელევიზორი და ამჯობინებდა, დაკავებულიყო წიგნების კითხვით.

2025 წლის 23 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დაწესებულების ადმინისტრაციას მიმართა ტელევიზორის შეძენის მოთხოვნით. მოთხოვნა კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრულ ვადაში მიეწოდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიას. ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს ტელევიზორი მიეწოდა მოთხოვნის დღესვე.

პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი, უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. მისი განცხადება, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის, კერძოდ, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად, საჭირო ნივთები, ასევე, წარმოადგენს სიცრუეს (ბრალდებულს საკანში აქვს ე.წ. მკვნეტარა, ერთჯერადი საპარსი, სარკე, პლასტმასის ტაშტი და სათლი).

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Post navigation

Previous: ძვირფასო ალეკო, შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეებში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს, გეფიცები, იმის “ერთი ადგილი აღარ გექნებოდა” ამდენი გეყბედა!
Next: ხვალ მექნება სიტყვით გამოსვლა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები, პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე ამ მიმართულებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.