Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძვირფასო ალეკო, შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეებში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს, გეფიცები, იმის “ერთი ადგილი აღარ გექნებოდა” ამდენი გეყბედა!

მარშალ პრესი 13/01/2026
lado sadgobelashvili

ძვირფასო ალეკო, შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეელში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს, გეფიცები, იმის “ერთი ადგილი აღარ გექნებოდა” ამდენი გეყბედა! – წერს ლადო სადღობელაშვილი ტერორიზმში ბრალდებული, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, ის მკაცრი რეჟიმის ციხეში მამუკა მდინარაძის დავალებით მოათავსეს.

სადღობელაშვილი, აშშ-ის და ისრაელის ციხეების მაგალითზე წერს, თუ როგორ ეპყრობიან სხვა ქვეყნებში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ადამიანებს და აცხადებს, რომ ზოგადად არსებობს პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი შინაგანაწესი.

„საოცარი პირდაპირ! ტერორისტული აქტის მცდელობისთვის დაპატიმრებული მოძალადე პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს
მოძალადე და ტერორისტი ელისაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მდინარაძეს დავალებით მოათავსეს (სასაცილოდ არ მყოფნის თითქოს სხვა ტერორისტები ლიუქს პალატებში იყვნენ მოთავსებულები)!

ვციტირებ პოტენციური ტერორისტის ფრაზას : “მისი დავალებით ვარ უმკაცრეს ციხეში. 2 თვეა ფრჩხილი ვერ მოვიჭერი, საკვნეტელა ვერ ვიყიდე ციხის მაღაზიაში. 1 თვე პლასმასის ტაშტი არ მომცეს. დაბადების დღეს გავარკვევ როდის აქვს და ეს ტაშტი უნდა გავუგზავნო ნახმარი”.

– ძვირფასო ალეკო შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეებში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს გეფიცები იმის “ერთი ადგილი აღარ გექნებოდა” ამდენი გეყბედა! გუანტანამოს პატიმრებს ფრჩხილები საერთოდ არ აქვთ! ტაშტს კი არა, მზის შუქს ნატრობენ ისრაელის ციხეებში პალესტინელები! ზოგადად კი გეტყვით, რომ ეგეთი შინაგანაწესია პენიტენციურ სისტემაში (ვინც ნამყოფია დამეთანხმება), პოტენციურ ტერორისტებს და არამარტო მათ, არ მიეცეთ ბასრი საგნების შეძენის უფლება, მეტიც – წვერის გაპარსვის დროს ბადრაგი უნდა აკვირდებოდეს პროცესს და შემდეგ ართმევდეს საპარსს…

P.S. ისე კარგი იქნება ამ არაადეკვატურთან ფსიქიატრს თუ შეუშვებენ დასალაპარაკებლად, აშკარად უჭირს!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

Post navigation

Previous: აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე ხაზს გავუსვამთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესწავლას და საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის, ტრანზიტისა და ინოვაციების რეგიონული ცენტრის პოტენციალს
Next: სპეციალური პენიტენციური სამსახური ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს პასუხობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.