Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარლამენტმა ქართული სკოლის უკრაინელ მოსწავლეებს უმასპინძლა

მარშალ პრესი 02/04/2022
პარლამენტი

პარლამენტმა ქართული სკოლის უკრაინელ მოსწავლეებს უმასპინძლა.

ღონისძიებაში მონაწილე პატარებს სკოლის აქსესუარებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები თავად პარლამენტის თავმჯდომარემ გადასცა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა სკოლაში 347 უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვია უკვე გადანაწილებული. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მათ არა მხოლოდ თავშესაფარი ნახონ ჩვენს ქვეყანაში, არამედ შეძლონ განვითარება.

ღონისძიებას მასპინძლობდნენ პარლამენტის წევრები, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატები და საპატიო კონსულები. უკრაინელი ბავშვები დღევანდელ დღეს მთაწმინდის პარკში გაატარებენ.

Post navigation

Previous: ცესკო: 17:00 საათისთვის ბათუმში აქტივობა 40,7%, ხოლო რუსთავსა და გარდაბანში 22,8% იყო
Next: რომის პაპი შესაძლოა უკრაინაში ჩავიდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.